როგორი იქნება მომავლის ცათამბჯენები

როგორი იქნება მომავლის ცათამბჯენები

გავლენიანმა ჟურნალმა eVolo-მ ფუტურისტული ცათამბჯენების ყოველწლიური კონკურსი ჩაატარა. 489 პრეტენდენტიდან 3 გამარჯვებული აირჩიეს, თუმცა, ჟიურის ყურადღება სხვა ინოვაციურმა იდეებმაც მიიპყრო.

ფუტურისტული ცათამბჯენები ფანტასტიკური ფილმის შენობებს ჰგავს, მაგრამ არქიტექტორები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი იქნება მომავლის ცათამბჯენები, რომლებიც როგორც სოციალურ, ისე ეკოლოგიურ და სხვა უამრავ ფუნქციას შეითავსებენ.

იხილეთ გალერეა

1. eVolo-ს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა სახელწოდებით "ნიუ-იორკის ჰორიზონტი". ამერიკელი არქიტექტორების უიტან სანისა და ჯანში ვუს ჩანაფიქრით, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის პერიმეტრზე უნდა აშენდეს 18 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის მართკუთხედი, კედლისებური ფორმის შენობა, ის ცნობილი Empire State Building-ზე 80-ჯერ უფრო დიდი იქნება. ცათამბჯენის ტერიტორიაზე განთავსდება ოფისები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და კულტურული ცენტრები. ხოლო 304 მეტრის სიმაღლის ფასადი მოპირკეთებული იქნება ამრეკლი შუშით, რაც პარკის უსასრულობის ილუზიას შექმნის.

2. eVolo-ს კონკურსში მეორე ადგილი ამერიკელი არქიტექტორების გუნდმა დაიკავა ვერტიკალური სადგურის პროექტით, სახელწოდებით "სკა". მათი ჩანაფიქრით, მომავალში, როცა უპილოტო საფრენი აპარატების ფართო გამოყენება დაიწყება, ეს იქნება დრონების პარკინგის ადგილი.

3. მესამე ადგილზე გავიდა "დატა-კოშკის" პროექტი, რომელიც იტალიელ არქიტექტორებს, ვალერი მერკურისა და მარკო მერლეტის ეკუთვნის. მათი ჩანაფიქრით, ცათამბჯენი, რომელიც ისლანდიაში აშენდება, სერვერის აღჭურვილობის შენახვისთვის იქნება განკუთვნილი.

4. eVolo-ს ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდა "კოსმოსური საავადმყოფო", სადაც პაციენტები გადაადგილებას სპეციალური, მოძრავი ბილიკებით შეძლებენ და მათი შენობის შიგნით ტრანსპორტირებისთვის მინიმალური ძალისხმევა იქნება საჭირო.

5. "ველური ცათამბჯენის" პროექტი თვალშისაცემი დიზაინით და ორიგინალური იდეით გამოირჩევა. იდეის ავტორთა თქმით, ცათამბჯენის მთავარი მიზანი სივრცითი საზღვრების წაშლაა. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს