როგორი იქნება აპრილი - პროგნოზი „ექსტრასენსთა ბრძოლის“ გამარჯვებულის ალექსანდრ ლიტვინისგან

როგორი იქნება აპრილი - პროგნოზი „ექსტრასენსთა ბრძოლის“ გამარჯვებულის ალექსანდრ ლიტვინისგან

ცნობილი ასტროლოგის, ექსტრასენსთა ბრძოლის გამარჯვებულის ალექსანდრ ლიტვინის პროგნოზებს ჩვენს მკითხველს არაერთგზის ვთავაზობთ. ამჯერად აპრილის წინასწარმეტყველებას გავეცნოთ და გავიგოთ, რატომ თვლის ექსტრასენსი აპრილს თვედ, რომელიც ძალაუფლების საზომად გამოდგება ადამიანებში.

ყველა თვეს საკუთარი პატარა გამოცდა მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა თემატიკის გარშემო. აპრილი ადამიანებს ძალაუფლების სიყვარულსა და ამბიციებზე გამოცდის.

სიყვარული და პირადი კავშირები

აპრილში სასიყვარულო კავშირების დიდი ნაწილი უფრო მყარი და სტაბილური ხდება. თუმცა, საჭიროა მეტი კომპრომისი და ბრძანებითი ტონის სრული უგულებელყოფა საყვარელ ადამიანებთან. ამ თვეში შეყვარებულ წყვილებსა და მეუღლეებს შორის თხოვნა და კომპრომისი გასაოცარ შედეგს მოიტანს. შესაბამისად, თქვენი ტონი პარტნიორთან აპრილში აუცილებლად უნდა შერბილდეს.

ჯანმრთელობა და კვება

აპრილში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იზრდება გრავიტაციის დონე, რაც ადამიანების ორგანიზმზე გარკვეულ გავლენას ახდენს. პირველ რიგში ეს სისხლის სიბლანტით გამოიხატება. ამიტომ იზრდება გულსისხლძარღვთა პრობლემების და პათოლოგიების ალბათობა. სასურველია, თუკი რაციონს გაამდიდრებთ ისეთი პროდუქტებით როგორიცაა - მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და მოცვი. ზოგადად კენკროვანების რაციონში დამატება საგრძნობლად შეგიმცირებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს და მათგან გამოწვეულ რისკს.

კარიერა და ფული

აპრილი საკმაოდ პროდუქტიული თვეა კარიერული წინსვლისთვის. თუმცა ამ თვეში ასევე ხშირად ხდება სამსახურიდან მოულოდნელი გათავისუფლების პრეცენდენტებიც... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს