სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა
იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხა­ში 1031 ძეგლია შე­სუ­ლი, მათ­გან რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლია. თუმ­ცა, ბოლო დროს ქარ­თულ ძეგ­ლებს გარ­კვე­უ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა შე­ექ­მნათ და "იუ­ნეს­კომ" მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხი­დან მათი ამო­ღე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა.

რო­დის და რო­გორ შე­ვი­და ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბი იუ­ნეს­კოს სი­ა­ში? რა­ტომ დად­გა დღის წეს­რიგ­ში ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბის სა­კი­თხი და დღეს რა ვი­თა­რე­ბაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით - ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს "იუ­ნეს­კო­სა" და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, მა­ნა­ნა ვარ­ძე­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- 1994 წელს "იუ­ნეს­კოს" მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამი ძეგლი შე­ვი­და. ერთი ნო­მი­ნა­ცი­ის ქვეშ გა­ფორმ­და ბაგ­რა­ტის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი, მე­ო­რე ნო­მი­ნა­ცია მცხე­თის ჯვარს, სვე­ტი­ცხო­ველ­სა და სამ­თავ­როს ერგო. 1996 წელს ამ ნუს­ხა­ში კი­დევ ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ძეგლი შე­ი­ტა­ნეს - ეს არის ზემო სვა­ნე­თი, ანუ ზემო სვა­ნე­თის ის­ტო­რი­უ­ლი და­სახ­ლე­ბა, უშ­გუ­ლის თე­მის სო­ფე­ლი ჩა­ჟა­ში. გარ­და ამი­სა, "იუ­ნეს­კო" სა­ხელ­მწი­ფო­ებს ყო­ველ­თვის სთხოვს, მო­ამ­ზა­დონ წი­ნას­წა­რი ნუს­ხე­ბი ძეგ­ლებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნუს­ხა ბო­ლოს 2007 წელს გა­ნახ­ლდა და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, მას­ში 14 ძეგლია შე­სუ­ლი. ნა­მუ­შე­ვა­რია ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ, ვარ­ძია-ხერ­თვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ნო­მი­ნა­ცი­ად არც ერთი არ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

- ე.ი. ეს არის ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უძ­რა­ვი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა? არა­და, ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ თით­ქოს ქუ­თა­ი­სი­სა და მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხი­დან ამო­ი­ღეს.

- მცხე­თის ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და პრობ­ლე­მე­ბი. ეს იყო თი­თო­ე­უ­ლი ძეგლის კონ­სერ­ვა­ცი­ის სა­კი­თხი, მარ­თვი­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სის­ტე­მა, არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, რის გა­მოც ისი­ნი 2009 წელს, მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტე­ტის 33-ე სე­სი­ა­ზე სა­შიშ­რო­ე­ბა­თა ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­ში შე­ი­ტა­ნეს. 2010 წელს კი, 34-ე სე­სი­ა­ზე მათ ბაგ­რა­ტის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რიც მიჰ­ყვა, ანუ შე­ვი­და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­თა ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­ში.

ბაგ­რა­ტი და გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი ამ ნუს­ხა­ში ბაგ­რა­ტის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის გამო აღ­მოჩ­ნდა. არა­და, ბაგ­რა­ტის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცია გა­ცი­ლე­ბით ადრე, 1993 წელს გა­და­წყდა, მა­შინ ფონ­დიც იყო და­არ­სე­ბუ­ლი და ამის ნი­ა­დაგ­ზე, 2004 წელს სა­ხელ­მწი­ფო გვერ­დით და­უდ­გა სა­პატ­რი­არ­ქოს და მოხ­და ძეგლის რე­კონ­სტრუქ­ცია.

მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრმა კი ეს 2009 წელს გა­ი­გო, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა იტა­ლი­ელ­მა ინ­ჟი­ნერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას ნახა, რომ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრთან შე­უ­თან­ხმებ­ლად ბაგ­რატ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. დღეს მსოფ­ლი­ო­ში სა­რეს­ტავ­რა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბობს ასე­თი მიდ­გო­მა, - თუ არის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ძეგლი რამე ფორ­მით აღ­დგეს, მას უნდა ახ­ლდეს ეპო­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით სა­შე­ნი მა­სა­ლე­ბი და შექ­ცე­ვა­დი უნდა იყოს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ხვალ რომ ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტოს, რომ ეს მი­ნა­შე­ნი სა­ჭი­რო აღარ არის და უნდა მო­იხ­სნას, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ უნდა მო­იხ­სნას. "იუ­ნეს­კოს" ამ მო­თხოვ­ნას, ბაგ­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით, მით უმე­ტეს, გუმ­ბა­თის სივ­რცე­ზე. მოკ­ლედ, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით და­ფა­რუ­ლი კედ­ლე­ბი "იუ­ნეს­კოს­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო ბაგ­რა­ტის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ავ­თენ­ტუ­რი ნა­წი­ლი ძა­ლი­ან ცო­ტა­ღა დარ­ჩა. ახა­ლი უფრო მე­ტია და ამის გამო ახ­ლი­სა და ძვე­ლის გარ­ჩე­ვა გარ­თულ­და. მოკ­ლედ, ძეგლ­მა ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­კარ­გა, - ასე­თი აღ­მოჩ­ნდა სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვე­ყა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ 2012 წლის სე­სი­ა­ზე, მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, ბაგ­რა­ტი­სა და გე­ლა­თის ძეგ­ლე­ბი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის ნუს­ხი­დან არ ამო­ე­ღოთ.

- ე.ი. "იუ­ნეს­კომ" დაგვზო­გა...

- კი, რად­გა­ნაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და და­ი­ნა­ხა ქვეყ­ნის თან­მიმ­დევ­რუ­ლი, გა­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა და გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ის შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ამ სი­ა­ში. ამას­თან, მო­უ­წო­და ქვე­ყა­ნას, რომ და­იც­ვას ბუ­ფე­რუ­ლი ზონა და აღარ გა­და­ფა­როს ბაგ­რა­ტის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან აღ­სრუ­ლე­ბამ­დე მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბია, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­ლე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ბაგ­რა­ტის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში სა­შიშ­რო­ებ­თა ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის სი­ა­შია.

- რაც შე­ე­ხე­ბა მცხე­თას და ჯვარს?

- ისი­ნიც საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­შია, რად­გა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის მიერ ბევ­რი ქმე­დე­ბა იქნა მათ­ზე გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი. 2015 წელს კი, ახალ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ზე მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ცხად­და: მცხე­თამ უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გენ­გეგ­მა, ანუ ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია (ეს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თხოვ­ნაა). თი­თო­ე­უ­ლი შე­ნო­ბა ცალ­კე უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი. ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, ბევ­რი რამ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, ეს აღი­ნიშ­ნა კი­დეც, მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრი­დან პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გვაქვს. ჯვარ­ზე უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, კერ­ძოდ, ად­გილ­ზე კონ­სერ­ვა­ცი­ის, ჩა­ტარ­და სვე­ტი­ცხოვ­ლის ანა­ზომ­ვე­ბი, მისი მდგრა­დო­ბა შე­მოწ­მდა და დღემ­დე მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მაა და­ყე­ნე­ბუ­ლი. კულ­ტუ­რუ­ლი ლან­დშაფ­ტის კვლე­ვა მოხ­და და ახლა ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მი­წით სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, რა­შიც ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოა ჩარ­თუ­ლი.

- მცხე­თა სა­შიშ­რო­ე­ბის ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­ში კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ მოხ­ვდა?

- ხომ გი­თხა­რით, ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ ძეგ­ლებ­ზე არა­სა­თა­ნა­დო სა­კონ­სერ­ვა­ციო სი­ტუ­ა­ცია იყო, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და არე­ა­ლე­ბის სპონ­ტა­ნუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, სვე­ტი­ცხოვ­ლის გარ­შე­მო მოხ­და მშე­ნებ­ლო­ბა, რაც რო­გორც ერ­თმა­ნეთ­თან მი­უ­სა­და­გო შე­ნო­ბე­ბით, ასე­ვე სვე­ტი­ცხო­ველ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით გა­მო­ი­ხა­ტა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა იყო, "იუ­ნეს­კო" მარ­თვის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ითხოვ­და, ამი­ტომ ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­რე­ბით "იუ­ნეს­კოს" მიერ კა­ნონპ­რო­ექ­ტი მომ­ზად­და, მაგ­რამ ჯერ მისი დამ­ტკი­ცე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­დექსზე ვმუ­შა­ობთ, რო­მელ­შიც აი­სა­ხე­ბა ჩვენ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კა­ნო­ნი, - ესეც ერთ-ერთი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

- სა­ბო­ლო­ოდ, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა მცხე­თის ძეგ­ლე­ბი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძი­რი­თად ნუს­ხა­ში?

- ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და სწო­რედ ამი­ტო­მაც ვმუ­შა­ობთ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ზე, რა­საც მცხე­თის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი ჰქვია და რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს დო­ნე­ზე. მსოფ­ლიო ბან­კმა რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გან­ვი­თა­რე­ბა­საც აპი­რე­ბენ. აღმშე­ნებ­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი სწო­რედ "იუ­ნეს­კოს" ექ­სპერ­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა შე­მუ­შავ­დეს.

ასე­თი სა­ყო­ველ­თაო ჩარ­თუ­ლო­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით, მსოფ­ლიო რუ­კა­ზე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნი აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, რომ წელსვე დად­გეს სა­კი­თხი მცხე­თის დაბ­რუ­ნე­ბი­სა მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძი­რი­თად ნუს­ხა­ში. 2008 წლი­დან არ­სე­ბობს პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბით, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო იხ­ვე­წე­ბა, ნელ-ნელა ემა­ტე­ბა სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბი, თი­თო­ე­ულ კრი­ტი­კულ შემ­თხვე­ვა­ში, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თვის "იუ­ნეს­კოს" მივ­მარ­თავთ და მხო­ლოდ მათ მიერ გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხის შემ­დეგ გავ­ცემთ ამა თუ იმ პრო­ექ­ტზე ნე­ბარ­თვას და ვთან­ხმდე­ბით მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ამას­თან, მუ­შა­ო­ბა მი­დის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რომ ნუს­ხა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, თა­ნაბ­რად იქ­ნას წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც რე­ლი­გი­უ­რი, ისე სა­ე­რო, ინ­დუსტრი­უ­ლი და სხვა­დას­ხვა ტი­პის ძეგლი, რომ ქვე­ყა­ნა სხვა­დას­ხვა კუ­თხით იყოს წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1031 ძეგლია შესული, მათგან რამდენიმე ქართულია. თუმცა, ბოლო დროს ქართულ ძეგლებს გარკვეული საშიშროება შეექმნათ და "იუნესკომ" მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან მათი ამოღების საკითხი განიხილა.

როდის და როგორ შევიდა ქართული ძეგლები იუნესკოს სიაში? რატომ დადგა დღის წესრიგში ქართული ძეგლების ნუსხიდან ამოღების საკითხი და დღეს რა ვითარებაა ამ მიმართულებით - ამ თემებზე სასაუბროდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს "იუნესკოსა" და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მანანა ვარძელაშვილს დავუკავშირდით:

- 1994 წელს "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში საქართველოს სამი ძეგლი შევიდა. ერთი ნომინაციის ქვეშ გაფორმდა ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი, მეორე ნომინაცია მცხეთის ჯვარს, სვეტიცხოველსა და სამთავროს ერგო. 1996 წელს ამ ნუსხაში კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ძეგლი შეიტანეს - ეს არის ზემო სვანეთი, ანუ ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში. გარდა ამისა, "იუნესკო" სახელმწიფოებს ყოველთვის სთხოვს, მოამზადონ წინასწარი ნუსხები ძეგლებზე. აღნიშნული ნუსხა ბოლოს 2007 წელს განახლდა და ამ მონაცემებით, მასში 14 ძეგლია შესული. ნამუშევარია ჯერჯერობით მხოლოდ, ვარძია-ხერთვისის მიმართულებით, მაგრამ ნომინაციად არც ერთი არ არის მომზადებული.

- ე.ი. ეს არის ჩვენი მატერიალური უძრავი ძეგლების ნუსხა? არადა, ისეთი ინფორმაციაც არის გავრცელებული, რომ თითქოს ქუთაისისა და მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

- მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები. ეს იყო თითოეული ძეგლის კონსერვაციის საკითხი, მართვისა და მოვლა-პატრონობის სისტემა, არათანმიმდევრული განაშენიანება, რის გამოც ისინი 2009 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე საშიშროებათა ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს. 2010 წელს კი, 34-ე სესიაზე მათ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერიც მიჰყვა, ანუ შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის საშიშროებათა ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში.

ბაგრატი და გელათის მონასტერი ამ ნუსხაში ბაგრატის რეკონსტრუქციის გამო აღმოჩნდა. არადა, ბაგრატის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია გაცილებით ადრე, 1993 წელს გადაწყდა, მაშინ ფონდიც იყო დაარსებული და ამის ნიადაგზე, 2004 წელს სახელმწიფო გვერდით დაუდგა საპატრიარქოს და მოხდა ძეგლის რეკონსტრუქცია.

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა კი ეს 2009 წელს გაიგო, როდესაც ერთ-ერთმა იტალიელმა ინჟინერმა საქართველოში ჩამოსვლისას ნახა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეუთანხმებლად ბაგრატზე სამუშაოები იყო გაჩაღებული. დღეს მსოფლიოში სარესტავრაციო მიმართულებაში არსებობს ასეთი მიდგომა, - თუ არის საჭიროება, რომ ძეგლი რამე ფორმით აღდგეს, მას უნდა ახლდეს ეპოქისთვის დამახასიათებელი მეთოდოლოგიით საშენი მასალები და შექცევადი უნდა იყოს.

- რას გულისხმობთ?

- ხვალ რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ ეს მინაშენი საჭირო აღარ არის და უნდა მოიხსნას, უმტკივნეულოდ უნდა მოიხსნას. "იუნესკოს" ამ მოთხოვნას, ბაგრატთან დაკავშირებით, ვერ განვახორციელებდით, მით უმეტეს, გუმბათის სივრცეზე. მოკლედ, თანამედროვე მიდგომებით დაფარული კედლები "იუნესკოსთვის" მიუღებელი აღმოჩნდა. ჩატარებული სამუშაოების გამო ბაგრატის საკათედრო ტაძრის ავთენტური ნაწილი ძალიან ცოტაღა დარჩა. ახალი უფრო მეტია და ამის გამო ახლისა და ძველის გარჩევა გართულდა. მოკლედ, ძეგლმა ავთენტურობა დაკარგა, - ასეთი აღმოჩნდა საბოლოო ვერდიქტი. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2012 წლის სესიაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობით და კარგი კომუნიკაციით, ბაგრატისა და გელათის ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხიდან არ ამოეღოთ.

- ე.ი. "იუნესკომ" დაგვზოგა...

- კი, რადგანაც გაითვალისწინა და დაინახა ქვეყნის თანმიმდევრული, გამართული ქმედებები, მეთოდოლოგიური მიდგომა და გელათის მონასტერთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის შეენარჩუნებინათ ამ სიაში. ამასთან, მოუწოდა ქვეყანას, რომ დაიცვას ბუფერული ზონა და აღარ გადაფაროს ბაგრატის საკათედრო ტაძარი, მაგრამ გადაწყვეტილებიდან აღსრულებამდე მთელი რიგი პროცედურული საკითხებია, რომლებიც წლების განმავლობაში იწელება. დღევანდელი მდგომარეობით, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში საშიშროებთა ქვეშ მყოფი ძეგლების სიაშია.

- რაც შეეხება მცხეთას და ჯვარს?

- ისინიც საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია, რადგანაც წლების განმავლობაში, ქვეყნის მიერ ბევრი ქმედება იქნა მათზე განხორცილებული. 2015 წელს კი, ახალ განაშენიანებაზე მორატორიუმი გამოცხადდა: მცხეთამ უნდა შეიმუშავოს მიწათსარგებლობის გენგეგმა, ანუ ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია (ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მნიშვნელოვანი მოთხოვნაა). თითოეული შენობა ცალკე უნდა იქნას განხილული. ამიტომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ბევრი რამ გაუმჯობესებულია, ეს აღინიშნა კიდეც, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან პოზიტიური გამოხმაურება გვაქვს. ჯვარზე უნიკალური პროექტები განხორციელდა, კერძოდ, ადგილზე კონსერვაციის, ჩატარდა სვეტიცხოვლის ანაზომვები, მისი მდგრადობა შემოწმდა და დღემდე მონიტორინგის სისტემაა დაყენებული. კულტურული ლანდშაფტის კვლევა მოხდა და ახლა ქალაქის მუნიციპალიტეტი მიწით სარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესშია, რაშიც ჩვენი სააგენტოა ჩართული.

- მცხეთა საშიშროების ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში კონკრეტულად რატომ მოხვდა?

- ხომ გითხარით, ადრეული წლებიდან მოყოლებული, ამ ძეგლებზე არასათანადო საკონსერვაციო სიტუაცია იყო, მიმდინარეობდა არეალების სპონტანური განაშენიანება, სვეტიცხოვლის გარშემო მოხდა მშენებლობა, რაც როგორც ერთმანეთთან მიუსადაგო შენობებით, ასევე სვეტიცხოველთან შეუთავსებელი ნაგებობებით გამოიხატა. ამ მიმართულებით არათანმიმდევრული პოლიტიკა იყო, "იუნესკო" მართვის სისტემის გაუმჯობესებას ითხოვდა, ამიტომ ეროვნული სააგენტოს ინიცირებით "იუნესკოს" მიერ კანონპროექტი მომზადდა, მაგრამ ჯერ მისი დამტკიცება შეჩერებულია, რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის კოდექსზე ვმუშაობთ, რომელშიც აისახება ჩვენ მიერ გაკეთებული მსოფლიო მემკვიდრეობის კანონი, - ესეც ერთ-ერთი გამოსასწორებელი ღონისძიებაა.

- საბოლოოდ, დაბრუნდება თუ არა მცხეთის ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში?

- ეს შესაძლებელია და სწორედ ამიტომაც ვმუშაობთ აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაზე, რასაც მცხეთის მიწათსარგებლობის დოკუმენტი ჰქვია და რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, არა მარტო საქართველოს დონეზე. მსოფლიო ბანკმა რეგიონული პროექტის განვითარების ფარგლებში, მხარი დაგვიჭირა, მცხეთა-მთიანეთის განვითარებასაც აპირებენ. აღმშენებლობითი დოკუმენტი სწორედ "იუნესკოს" ექსპერტების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე უნდა შემუშავდეს.

ასეთი საყოველთაო ჩართულობა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მსოფლიო რუკაზე ძალიან იშვიათია. მოკლედ, ყველანი აქტიურად ვმუშაობთ, რომ წელსვე დადგეს საკითხი მცხეთის დაბრუნებისა მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში. 2008 წლიდან არსებობს პროექტი, რომელსაც მივყვებით, რომელიც კიდევ უფრო იხვეწება, ნელ-ნელა ემატება სხვადასხვა კომპონენტები, თითოეულ კრიტიკულ შემთხვევაში, რეკომენდაციებისთვის "იუნესკოს" მივმართავთ და მხოლოდ მათ მიერ გაცემული პასუხის შემდეგ გავცემთ ამა თუ იმ პროექტზე ნებართვას და ვთანხმდებით მის განხორციელებაზე. ამასთან, მუშაობა მიდის იმ მიმართულებითაც, რომ ნუსხა იყოს მრავალფეროვანი, თანაბრად იქნას წარმოდგენილი როგორც რელიგიური, ისე საერო, ინდუსტრიული და სხვადასხვა ტიპის ძეგლი, რომ ქვეყანა სხვადასხვა კუთხით იყოს წარმოჩენილი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია