სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბანკ "რესპუბლიკის" განცხადება: "ინფორმაცია თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება"
ბანკ "რესპუბლიკის" განცხადება: "ინფორმაცია თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება"

ბანკ "რეს­პუბ­ლი­კის" გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­ზეთ "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბის" და სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ბანკ რეს­პუბ­ლი­კა­ში" მომ­ხდა­რი თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ხელს უწყო­ბენ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ბან­კო სის­ტე­მი­სად­მი ნდო­ბის შე­ლახ­ვას.

"ბან­კი რეს­პუბ­ლი­კა" სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ჯგუ­ფის წევ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ის მუ­შა­ობს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით და აქვს რო­გორც სის­ტე­მუ­რი, ისე შიდა კონ­ტრო­ლის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მრა­ვალ­დო­ნი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას და რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბელს ხდის მსგავს თაღ­ლი­თურ ქმე­დე­ბას. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ არ­ცერთ კლი­ენტს ბან­კის­თვის არ მო­უ­მარ­თავს სა­ჩივ­რით მათ ან­გა­რიშ­ზე ამ­გვა­რი უჩ­ვე­უ­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ.

"ბან­კი რეს­პუბ­ლი­კა" მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, იგი­ვე ფორ­მით მო­ახ­დი­ნონ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა, ან/და ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ტო­ვებთ უფ­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს გზით მო­ვი­თხო­ვოთ ამ ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ბან­კი აგ­რძე­ლებს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას და თა­ვი­სი კლი­ენ­ტე­ბის მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას" - ნათ­ქვა­მია ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბანკ "რესპუბლიკის" განცხადება: "ინფორმაცია თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება"

ბანკ "რესპუბლიკის" განცხადება: "ინფორმაცია თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება"

ბანკ "რესპუბლიკის" განცხადება რამდენიმე საათის წინ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" და სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია "ბანკ რესპუბლიკაში" მომხდარი თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

სამწუხაროა, რომ რიგი მედიასაშუალებები ხელს უწყობენ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში საბანკო სისტემისადმი ნდობის შელახვას.

"ბანკი რესპუბლიკა" საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. შესაბამისად, ის მუშაობს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით და აქვს როგორც სისტემური, ისე შიდა კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს მრავალდონიან ავტორიზაციას და რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მსგავს თაღლითურ ქმედებას. საყურადღებოა, რომ არცერთ კლიენტს ბანკისთვის არ მოუმართავს საჩივრით მათ ანგარიშზე ამგვარი უჩვეულო ოპერაციის შესახებ.

"ბანკი რესპუბლიკა" მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, რომელმაც მოახდინა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, იგივე ფორმით მოახდინონ ამ ინფორმაციის უარყოფა, ან/და ამ განცხადების გამოქვეყნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას სასამართლოს გზით მოვითხოვოთ ამ ქმედების განხორციელება.

ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თავისი კლიენტების მაღალხარისხიანი საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას" - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი