4 აპრილიდან საქართველოში გამოიდარებს

4 აპრილიდან საქართველოში გამოიდარებს

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს წვიმას, 4 აპრილიდან კი გამოდარებას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, თუმცა ეს იქნება სწრაფი და ერთდღიანი შემოჭრა. შესაბამისად, დღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან - ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან - ძლიერი 20-25 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისშიც შესაძლებელია, 28 მეტრ წამამდეც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ნიორაძის თქმით, 4 აპრილს უკვე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +9 +14 გრადუსია მოსალოდნელი. 5 აპრილს ტემპერატურა +13 +19 გრადუსის ფარგლებში იქნება და 6-7 აპრილს კიდევ უფრო მოიმატებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია