აფეთქება თურქეთში - დაშავებულია 14 ადამიანი

აფეთქება თურქეთში - დაშავებულია 14 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიარბაქირის პროვინციაში ავტოსადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ავტოსადგურთან პოლიციელებმა გაიარეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებსაც საავადმყოფოებში გადაჰყავთ დაჭრილები, რომელთა შორის მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად პოლიციელებიც არიან.

"ჩNN თურკ"-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანია დაშავებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა