როგორია ამჟამად შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

როგორია ამჟამად შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან აცნობეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ხერხემალსა და კიდურებზე მიყენებული ყველა ტრავმული დაზიანება იაშვილის კლინიკის ქართველი ექიმების ოპერაციული ჩარევის შედეგად აღდგენილია. ევა ბარბაქაძე მკურნალობას ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძეს მიყენებული ტრამვების გამო პირველი ნეიროქირურგიული 9-საათიანი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა. ოპერაცია იაშვილის კლინიკის ექიმებმა: ნეიროქირურგმა ლადო წიქარიშვილმა და ტრავმატოლოგმა ირაკლი ვარძუკაშვილმა ჩაატარეს. აღნიშნულის შემდეგ პაციენტს მეორე ტრავმატოლოგიური 4-საათიანი ოპერაცია კიდურებზე ჩაუტარდა და იგი აღნიშნული კლინიკის ტრავმატოლოგებმა: მერაბ ვარძუკაშვილმა და ზურაბ ბერუაშვილმა გააკეთეს. ორივე ოპერაციის შემთხვევაში ანესთეზიოლოგი დალი ჟორჟოლიანი იყო.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი ოპერაციულ ჩარევას აღარ საჭიროებს.

ინტერპრესნიუსი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია