„არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა“ - მაგდა პაპიძის დედა

„არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა“ - მაგდა პაპიძის დედა

მაგდა პაპიძის დედა, ლიანა შამუგია არ გამორიცხავს, რომ მისი სიძის და შვილიშვილის მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს, - ამის შესახებ ლიანა შამუგიამ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შამუგიას ინფორმაციით, არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემხებლობაში იყო აღნიშნული პირი შემთხვევასთან.

"მაქვს ვერსია, რომ არ არის გამორიცხული, ეს ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა. ეს შეიძლება ყოფილიყო ბერძენიშვილი, რადგან პროკურორი ამბობს, რომ პირველი ზარი ოთარისგანაა შესული. მე პირველივე დღეს ვკითხე, თქვენთან ვინ დარეკა, პირველი ზარი ვისი იყო. პროკურორმა თქვა, რომ ეს იყო ოთარ ბერძენიშვილი. მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა მოხდა. როცა მაგდა პოლიციამ წაიყვანა, დაინახეს, რომ ის კაცი იმ დროს უბანში იყო, თუმცა პროკურორებმა მითხრეს, რომ ოთარ ბერძენიშვილი სხვაგან, ოჯახის წევრებთან დააფიქსირეს. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა ეს ყველაფერი საეჭვოდ ჟღერს", - განაცხადა ლიანა შამუგიამ.

რაც შეეხება მაგდა პაპიძის არჩევანს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, პაპიძის დედის თქმით, ეს ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა. მაგდა პაპიძის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

"ჩემი აზრით, ეს მკვლელობა კაცის ხელითაა ჩადენილი. მაგდას დნმ არ ემთხვევა ომარის ნაკაწრს. ისეთი დაზიანებები აქვს მიღებული, რომ ამას გოგო ვერ იზამდა", - განაცხადა ლიანა შამუგიამ.

ასევე იხილეთ: "სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ვერ დავიტირე ჩემი ორი კაცი" - რას ითხოვს მაგდა პაპიძე

VIDEO: მაგდა პაპიძე პატიმრობაში რჩება - ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ