სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტუნგუსკის მეტეორიტის ამოუხსნელი საიდულო - 1908 წლის აფეთქება, რომელიც ჰიროსიმას მასშტაბს სამჯერ აღემატებოდა
ტუნგუსკის მეტეორიტის ამოუხსნელი საიდულო - 1908 წლის აფეთქება, რომელიც ჰიროსიმას მასშტაბს სამჯერ აღემატებოდა

1908 წლის 30 ივ­ნისს (ძვე­ლი სტი­ლით 17 ივ­ნისს) ციმ­ბირ­ში, მდი­ნა­რე ენი­სე­ის აუ­ზის თავ­ზე დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი უზარ­მა­ზა­რი ცე­ცხლო­ვა­ნი სფე­რო გა­მოჩ­ნდა. მდი­ნა­რე პოდ­კა­მე­ნა­ია ტუნ­გუს­კას თავ­ზე ცი­უ­რი სხე­უ­ლი აფეთ­ქდა.

უძ­ლი­ე­რეს­მა აფეთ­ქე­ბამ, რომ­ლის სიმ­ძლავ­რეც 40-50 მე­გა­ტო­ნით ფას­დე­ბა (შე­და­რე­ბის­თვის, ჰი­რო­სი­მა­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბის სიმ­ძლავ­რე მხო­ლოდ 15 კი­ლო­ტო­ნა იყო), რამ­დე­ნი­მე წამ­ში 2000 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თობ­ზე გაშ­ლი­ლი გა­უ­ვა­ლი ტყე­ე­ბი ნა­ფო­ტე­ბად აქ­ცია. და­ზი­ა­ნე­ბის ფარ­თო­ბის სი­დი­დე ცი­უ­რი სხე­უ­ლის ჰა­ერ­ში აფეთ­ქე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ეპი­ცენ­ტრთან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე ხე­ე­ბი მა­შინ­ვე და­იწ­ვა, მო­შო­რე­ბით მყო­ფი კი ფეს­ვი­ა­ნად ამო­იგ­ლი­ჯა მი­წი­დან.

ეპი­ცენ­ტრი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­ულ კი­ლო­მეტრში აფეთ­ქე­ბამ სახ­ლებ­ში მი­ნე­ბი და ფან­ჯრე­ბი ჩა­ამ­სხვრია. აფეთ­ქე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ წარ­მოქ­მნილ­მა დარ­ტყმის ტალ­ღამ დე­და­მი­წას ორ­ჯერ შე­მო­უ­ა­რა. ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე სე­ის­მო­სად­გურ­მაც კი და­ა­ფიქ­სი­რა.

ამ მოვ­ლე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩრდი­ლო გა­ნე­დებ­ში, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნი­დან ცენ­ტრა­ლურ ციმ­ბი­რამ­დე, მო­სახ­ლე­ო­ბა წე­ლი­წა­დის ამ დრო­ის­თვის მე­ტად უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნის - პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლის მომსწრე გახ­და. ატ­მოს­ფე­როს ზედა ფე­ნებ­ში გა­მოწ­ვე­ულ მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხალ­თან ერ­თად, ეს ფაქ­ტი ტუნ­გუს­კა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის ერთ-ერთი თან­მხლე­ბი მოვ­ლე­ნა იყო.

ციმ­ბი­რის ცაში მომ­ხდა­რი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნი­დან სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი გა­ვი­და. თუმ­ცა 1908 წელს პოდ­კა­მე­ნა­ია ტუნ­გუს­კას თავ­ზე მომ­ხდა­რი მძლავ­რი აფეთ­ქე­ბა დღემ­დე მეც­ნი­ე­რე­ბის და­ვი­სა და პო­ლე­მი­კის საგ­ნად რჩე­ბა. ტერ­მი­ნი - "ტუნ­გუს­კის მე­ტე­ო­რი­ტი" ამ მოვ­ლე­ნას პრე­სამ შე­არ­ქვა. თა­ვად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ტერ­მინს "ტუნ­გუს­კის ფე­ნო­მე­ნი" იშ­ვე­ლი­ე­ბენ.

ათო­ბით ექ­სპე­დი­ცი­ის მიერ აქ­ტი­უ­რი ძებ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე ტუნ­გუს­კის მე­ტე­ო­რი­ტის არ­ცერ­თი მცი­რე ფრაგ­მენ­ტიც კი არ უპო­ვი­ათ. პოდ­კა­მე­ნა­ია ტუნ­გუს­კას რა­ი­ონ­ში პირ­ვე­ლი ექ­სპე­დი­ცია, აფეთ­ქე­ბი­დან 13 წლის შემ­დეგ მო­ე­წყო. მას რუსი მეც­ნი­ე­რი ანა­ტო­ლი კუ­ლი­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რთულ პი­რო­ბებ­ში მრა­ვალ­თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექ­სპე­დი­ცია ხელ­ცა­რი­ე­ლი დაბ­რუნ­და.

ანა­ლო­გი­უ­რი ბედი შემ­დგო­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­მა საბ­ჭო­თა და უცხო­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ებ­მაც გა­ი­ზი­ა­რა. დამ­ტკი­ცე­ბა იმი­სა, რომ ეს მე­ტე­ო­რი­ტი იყო, ან ამ ვერ­სი­ის 100%-ით უარ­ყო­ფა ვერ­ცერ­თმა მეც­ნი­ერ­მა შეძ­ლო.

ბევ­რი ვერ­სია არ­სე­ბობს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ნა­წი­ლი მომ­ხდარს ყი­ნუ­ლის მა­სის­გან შემ­დგარ მე­ტე­ო­რიტს უკავ­ში­რებს. ღია კოს­მოს­ში მსგავ­სი სხე­უ­ლი მრავ­ლა­დაა. ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ატ­მოს­ფე­როს მკვრივ ფე­ნებ­ში შე­მო­სუ­ლი გა­ხუ­რე­ბუ­ლი მე­ტე­ო­რი­ტი აფეთ­ქდა. ყი­ნუ­ლი გად­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტე­ო­რი­ტის ყო­ველ­გვა­რი კვა­ლი აორ­თქლდა.

არ­სე­ბობს სხვა ვერ­სი­ე­ბიც. მათ შო­რის ან­ტი­მა­ტე­რი­ის აფეთ­ქე­ბა, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ხო­მალ­დის კა­ტას­ტრო­ფა, ას­ტე­რო­ი­დის ჩა­მო­ვარ­დნა. ერთ-ერთი ვერ­სია გე­ნი­ოს ფი­ზი­კოსს ნი­კო­ლა ტეს­ლა­საც უკავ­შირ­დე­ბა.

მისი ცხოვ­რე­ბა დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­თაა მო­ცუ­ლი. ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე და დენ­ზე ტეს­ლას მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი დღე­საც აუ­ა­რე­ბელ კი­თხვას ბა­დებს.

"ჩვე­ნი სამ­ყა­რო ენერ­გი­ის უკი­დე­გა­ნო ოკე­ა­ნე­შია ჩა­ძი­რუ­ლი. ჩვენ უსას­რუ­ლო სივ­რცე­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიჩ­ქა­რით მივფრი­ნავთ. ყვე­ლა­ფე­რი გარ­შე­მო ბრუ­ნავს, მოძ­რა­ობს - ეს ენერ­გი­აა. ჩვენს წი­ნა­შე გრან­დი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნა დგას - აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ამ ენერ­გი­ის მი­ღე­ბის წყა­რო­ე­ბი", - ამ­ბობ­და ტეს­ლა.

მეც­ნი­ე­რის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი სხვა­დას­ხვა სიხ­ში­რის დენი და ზო­გა­დად, ელექტრო­ე­ნერ­გია იყო. ტეს­ლას სჯე­რო­და, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით ნე­ბის­მი­ერ დის­ტან­ცი­ა­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­ცე­მას შეძ­ლებ­და. ის ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ამ გზით ღამე ოკე­ა­ნე­ში გე­მებს გზას გა­უ­ნა­თებ­და. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ტუნ­გუს­კის ფე­ნო­მე­ნი სწო­რედ ტეს­ლას ერთ-ერთი ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გია.

წაქ­ცე­უ­ლი ხე­ე­ბის სა­ხით, 1908 წლის მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გის ხილ­ვა ტუნ­გუს­კას რა­ი­ონ­ში დღე­საც შე­იძ­ლე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტუნგუსკის მეტეორიტის ამოუხსნელი საიდულო - 1908 წლის აფეთქება, რომელიც ჰიროსიმას მასშტაბს სამჯერ აღემატებოდა

ტუნგუსკის მეტეორიტის ამოუხსნელი საიდულო - 1908 წლის აფეთქება, რომელიც ჰიროსიმას მასშტაბს სამჯერ აღემატებოდა

1908 წლის 30 ივნისს (ძველი სტილით 17 ივნისს) ციმბირში, მდინარე ენისეის აუზის თავზე დიდი სიჩქარით მოძრავი უზარმაზარი ცეცხლოვანი სფერო გამოჩნდა. მდინარე პოდკამენაია ტუნგუსკას თავზე ციური სხეული აფეთქდა.

უძლიერესმა აფეთქებამ, რომლის სიმძლავრეც 40-50 მეგატონით ფასდება (შედარებისთვის, ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე მხოლოდ 15 კილოტონა იყო), რამდენიმე წამში 2000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გაშლილი გაუვალი ტყეები ნაფოტებად აქცია. დაზიანების ფართობის სიდიდე ციური სხეულის ჰაერში აფეთქებამ განაპირობა. ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ხეები მაშინვე დაიწვა, მოშორებით მყოფი კი ფესვიანად ამოიგლიჯა მიწიდან.

ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში აფეთქებამ სახლებში მინები და ფანჯრები ჩაამსხვრია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ წარმოქმნილმა დარტყმის ტალღამ დედამიწას ორჯერ შემოუარა. ძლიერი ბიძგები ლონდონში მდებარე სეისმოსადგურმაც კი დააფიქსირა.

ამ მოვლენიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩრდილო განედებში, ატლანტიკის ოკეანიდან ცენტრალურ ციმბირამდე, მოსახლეობა წელიწადის ამ დროისთვის მეტად უჩვეულო მოვლენის - პოლარული ციალის მომსწრე გახდა. ატმოსფეროს ზედა ფენებში გამოწვეულ მაგნიტურ ქარიშხალთან ერთად, ეს ფაქტი ტუნგუსკაში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი თანმხლები მოვლენა იყო.

ციმბირის ცაში მომხდარი უცნაური მოვლენიდან საუკუნეზე მეტი გავიდა. თუმცა 1908 წელს პოდკამენაია ტუნგუსკას თავზე მომხდარი მძლავრი აფეთქება დღემდე მეცნიერების დავისა და პოლემიკის საგნად რჩება. ტერმინი - "ტუნგუსკის მეტეორიტი" ამ მოვლენას პრესამ შეარქვა. თავად სპეციალისტები ამ თემაზე საუბრისას ტერმინს "ტუნგუსკის ფენომენი" იშველიებენ.

ათობით ექსპედიციის მიერ აქტიური ძებნის მიუხედავად, დღემდე ტუნგუსკის მეტეორიტის არცერთი მცირე ფრაგმენტიც კი არ უპოვიათ. პოდკამენაია ტუნგუსკას რაიონში პირველი ექსპედიცია, აფეთქებიდან 13 წლის შემდეგ მოეწყო. მას რუსი მეცნიერი ანატოლი კულიკი ხელმძღვანელობდა. რთულ პირობებში მრავალთვიანი მუშაობის მიუხედავად, ექსპედიცია ხელცარიელი დაბრუნდა.

ანალოგიური ბედი შემდგომი წლების განმავლობაში მრავალმა საბჭოთა და უცხოურმა ექსპედიციებმაც გაიზიარა. დამტკიცება იმისა, რომ ეს მეტეორიტი იყო, ან ამ ვერსიის 100%-ით უარყოფა ვერცერთმა მეცნიერმა შეძლო.

ბევრი ვერსია არსებობს. სპეციალისტთა ნაწილი მომხდარს ყინულის მასისგან შემდგარ მეტეორიტს უკავშირებს. ღია კოსმოსში მსგავსი სხეული მრავლადაა. ამ ვერსიის მიხედვით, ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შემოსული გახურებული მეტეორიტი აფეთქდა. ყინული გადნა და, შესაბამისად, მეტეორიტის ყოველგვარი კვალი აორთქლდა.

არსებობს სხვა ვერსიებიც. მათ შორის ანტიმატერიის აფეთქება, უცხოპლანეტელების ხომალდის კატასტროფა, ასტეროიდის ჩამოვარდნა. ერთ-ერთი ვერსია გენიოს ფიზიკოსს ნიკოლა ტესლასაც უკავშირდება.

მისი ცხოვრება დღემდე საიდუმლოებებითაა მოცული. ელექტროენერგიაზე და დენზე ტესლას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები დღესაც აუარებელ კითხვას ბადებს.

"ჩვენი სამყარო ენერგიის უკიდეგანო ოკეანეშია ჩაძირული. ჩვენ უსასრულო სივრცეში წარმოუდგენელი სიჩქარით მივფრინავთ. ყველაფერი გარშემო ბრუნავს, მოძრაობს - ეს ენერგიაა. ჩვენს წინაშე გრანდიოზული ამოცანა დგას - აღმოვაჩინოთ ამ ენერგიის მიღების წყაროები", - ამბობდა ტესლა.

მეცნიერის ექსპერიმენტების მთავარი ობიექტი სხვადასხვა სიხშირის დენი და ზოგადად, ელექტროენერგია იყო. ტესლას სჯეროდა, რომ სპეციალური მოწყობილობით ნებისმიერ დისტანციაზე ელექტროენერგიის გადაცემას შეძლებდა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ გზით ღამე ოკეანეში გემებს გზას გაუნათებდა. არსებობს ვარაუდი, რომ ტუნგუსკის ფენომენი სწორედ ტესლას ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგია.

წაქცეული ხეების სახით, 1908 წლის მოვლენების შედეგის ხილვა ტუნგუსკას რაიონში დღესაც შეიძლება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს