იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს. კლინიკის ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.
"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - ნათქვამია განცხადებაში.
ევა ბარბაქაძეს ოპერაცია გუშინ ხერხემალზე, დღეს კი მენჯ-ბარძაყზე და ხელზე გაუკეთდა.
14 წლის გოგონა 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.
ნახეთ ვიდეო| შორენა ბეგაშვილი შვილის ოპერაციის მოლოდინში იაშვილის კლინიკაში
ასევე წაიკითხეთ:
პატრიარქმა შორენა ბეგაშვილი საპატრიარქოში მიიღო
"შენ ერს უყვარხარ" - რას წერს რატი დურგლიშვილი შორენა ბეგაშვილის შესახებ
Georgian TV presenter’s daughter who fell from the fifth floor successfully operated on