სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რეჟისორი დაუვიწყარი იუმორით - ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
რეჟისორი დაუვიწყარი იუმორით - ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

90 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი ნანა მჭედ­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. 90 წლის იუ­ბი­ლე რე­ჟი­სორ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ნიშ­ნა...

ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ნანა მჭედ­ლი­ძე 1926 წელს ხონ­ში და­ი­ბა­და. თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იმა­ვე ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლა რე­ჟი­სუ­რის გან­ხრით გა­აგ­რძე­ლა, რო­მე­ლიც 1957 წელს და­ა­ას­რუ­ლა.

ნანა მჭედ­ლი­ძემ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გად­მოს­ცა იმე­რე­თი­სა და იმერ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი ლე­გენ­და­რულ ფილმში "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი", სა­დაც თა­ვა­დაც შექ­მნა იმე­რე­ლი ბე­ბი­ის და­უ­ვი­წყა­რი სახე. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში რე­ჟი­სო­რი იხ­სე­ნებ­და: "როცა ადა­მი­ა­ნი მარ­ტო რჩე­ბი სა­კუ­თარ თავ­თან, სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, თვა­ლი გა­და­ავ­ლო შენს გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას. მეც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი და ნოს­ტალ­გია, გან­სა­კუთ­რე­ბით – ჩემი ბავ­შვო­ბის მი­მართ და გა­დავ­წყვი­ტე, ფილმში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მო­მექ­ცია. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, დავ­ჯე­ქი და ყვე­ლა­ფე­რი დავ­წე­რე. სა­ნამ ფილმზე მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ­დი, პა­ტა­რა ნო­ვე­ლე­ბი მქონ­და და­წე­რი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე ერ­ქვა - "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი". ძა­ლი­ან მინ­დო­და, ეთა­მა­შათ არა ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებს, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ხონ­ში ცხოვ­რობ­და. მარ­თა­ლია, ხო­ნე­ლი ვარ, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ­დი მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას, აზ­რა­დაც არ მომ­სვლია თავ­ში. ვფიქ­რობ­დი, რომ ამ როლს ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბო­და სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი. თვი­თო­ნაც თა­ნახ­მა იყო, მაგ­რამ, გა­და­ღე­ბე­ბი რომ უნდა დაგ­ვე­წყო, ავად გახ­და და ვე­ღარ გა­და­ვი­ღეთ... მა­შინ კი­ნოს­ტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი რეზო ჩხე­ი­ძე იყო, სწო­რედ მან მო­მა­წო­და იდეა, თვი­თონ მე­თა­მა­შა. ჯგუ­ფის დი­რექ­ტორ­მაც მი­თხრა: შენი თავი მო­სინ­ჯე. თუ არ მო­გე­წო­ნე­ბა, ნუ ითა­მა­შე­ბო. მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ, სხვებს უფრო მო­ე­წო­ნათ და ასე დავ­რჩი ეკ­რან­ზე".

პირ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო კი­ნო­ნო­ვე­ლა სა­ხელ­წო­დე­ბით "ჩქა­რი მა­ტა­რე­ბე­ლი," რო­მე­ლიც მან სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რად წა­რად­გი­ნა. 1950-54 წლებ­ში მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში. რე­ჟი­სორს ეკუთ­ვნის ფილ­მე­ბი: "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი", "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი", "და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და", "ვი­ღა­ცას ავ­ტო­ბუს­ზე აგ­ვი­ან­დე­ბა" და სხვა.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ, თუ სად დაკ­რძა­ლა­ვენ ცნო­ბილ ქარ­თველ რე­ჟი­სორს, ან რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დე­ბი.

Iconic ’grandma’ of Georgian cinema passes away at the age of 90

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რეჟისორი დაუვიწყარი იუმორით - ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

რეჟისორი დაუვიწყარი იუმორით - ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

90 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა. 90 წლის იუბილე რეჟისორმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა...

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.

ნანა მჭედლიძემ არაჩვეულებრივი იუმორითა და სიყვარულით გადმოსცა იმერეთისა და იმერლების ცხოვრების ეპიზოდები ლეგენდარულ ფილმში "იმერული ესკიზები", სადაც თავადაც შექმნა იმერელი ბებიის დაუვიწყარი სახე. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი იხსენებდა: "როცა ადამიანი მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია. ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა - "იმერული ესკიზები". ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ, გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ... მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო, სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ, სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე".

პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინონოველა სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი," რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. რეჟისორს ეკუთვნის ფილმები: "პირველი მერცხალი", "იმერული ესკიზები", "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" და სხვა.

კულტურის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ სად დაკრძალავენ  ცნობილ ქართველ რეჟისორს, ან როდის გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები.

Iconic ’grandma’ of Georgian cinema passes away at the age of 90

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ლარი გამოყო

"გიმალავთ რამეს? ვიყავით იმის ღირსი რაც გაჟღერდა?" - ვის უსაყვედურა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე

კორონავირუსის საფრთხის გამო, თბილისის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას აჩერებენ