სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ხელვაჩაურის სოფელში ათამდე მეზობელი ერთდროულად გაქურდეს: "გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში"
ხელვაჩაურის სოფელში ათამდე მეზობელი ერთდროულად გაქურდეს: "გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში"

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­და სა­მე­ბა­ში დე­პუ­ტატ მურ­მან დუმ­ბა­ძის ძმის და მისი 10-მდე მე­ზობ­ლის ოჯა­ხი გა­ქურ­დეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­პა­რუ­ლია ტექ­ნი­კა. გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­სახ­ლე­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლია ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მურ­მან დუმ­ბა­ძის ძმამ, გუ­რამ დუმ­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ქურდმა უშუ­ა­ლოდ მისი სახ­ლი­დან ლეპ­ტო­პი და ხმა­ლი მო­ი­პა­რა. მი­სი­ვე თქმით, ქურ­დის სახ­ლში შეს­ვლა მის­მა შვილ­მა გა­ი­გო და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

"გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ხმლით დარ­ბო­და ეს კაცი ოჯა­ხებ­ში. ლეპ­ტო­პი და ვი­დე­ო­თე­კა წა­ი­ღო. სა­ფუ­ლეც გა­ე­ჩხრი­კა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ შიგ­ნით არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა. ჩემ­მა ფეხ­მძი­მე შვილ­მა შე­ნიშ­ნა ქურ­დის შე­მოს­ვლა და იმ წუთ­ში­ვე დავ­რე­კეთ პო­ლი­ცი­ა­ში. ჩვენს ოჯახ­ში "სე­ირ­ნო­ბის" დროს ნი­ღა­ბი ეკე­თა. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თან შე­სულს აღარ ჰქონ­და ნი­ღა­ბი. პო­ლი­ცი­ამ იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან კარ­გად, დავ­რე­კე 03:00 სა­ათ­ზე და 10 წუთ­ში აქ იყო მთე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სე­ბი", - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ დუმ­ბა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო| რო­გორ გა­ქურ­დეს მურ­მან დუმ­ბა­ძის ძმა და მისი 10 მე­ზო­ბე­ლი - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ

თა­ვის მხრივ, "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­პარ­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ქვე­და სა­მე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ჯე­მალ დუმ­ბა­ძე. მისი თქმით, წი­თე­ლი ფე­რის მან­ქა­ნა სა­ღა­მოს ეზო­ში იყო, დი­ლით კი აღარ დახ­ვდა. "ოპელ კორ­სა" მო­ი­პა­რეს ჩემი ეზო­დან. 02:00 სა­ათ­ზე მან­ქა­ნა იდგა ეზო­ში, დი­ლით უკვე აღარ იყო. ზო­გან მან­ქა­ნე­ბი გა­ტე­ხეს, ზო­გან ოჯა­ხებ­ში შე­ვიდ­ნენ და ტექ­ნი­კა მო­ი­პა­რეს. ყვე­ლა ვცხოვ­რობთ მურ­მან დუმ­ბა­ძის სა­მე­ზობ­ლო­ში. პო­ლი­ცია და კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლი და და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ დუმ­ბა­ძემ. ასე­ვე, ქვე­და სა­მე­ბა­ში, ზა­ქა­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მან­ქა­ნა გა­ტე­ხეს, სა­ი­და­ნაც სა­ფუ­ლე მო­ი­პა­რეს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ფუ­ლე­ში 140 ლარი იდო.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ მო­სახ­ლეს, კა­ხი­ძე­ე­ბის ოჯახს, მათ დი­ლით მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის მა­გი­და­ზე წა­სა­ღე­ბად გა­და­ლა­გე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი - ლეპ­ტო­პი და რამ­დე­ნი­მე სუ­ვე­ნი­რი დახ­ვდათ. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რი აცხა­დებს, დი­ლით გა­ი­გეს, რომ სა­მე­ზობ­ლო­ში ქურ­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი მოხ­და. რო­გორც ჩანს მათ ოჯახ­ში შე­სუ­ლი ქურ­დი და­ძა­ხილ­მა და­აფრ­თხო, გა­და­ლა­გე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი და­ტო­ვა და გა­იქ­ცა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ქურ­დო­ბის სამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. ესე­ნია მან­ქა­ნის მო­პარ­ვა, სახ­ლი­დან სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის წა­ღე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ფუ­ლის მო­პარ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ხელვაჩაურის სოფელში ათამდე მეზობელი ერთდროულად გაქურდეს: "გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში"

ხელვაჩაურის სოფელში ათამდე მეზობელი ერთდროულად გაქურდეს: "გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმის და მისი 10-მდე მეზობლის ოჯახი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მოპარულია ტექნიკა. გარდა ამისა, ადგილობრივების ინფორმაციით, დასახლებიდან გატაცებულია ერთი ავტომობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" მურმან დუმბაძის ძმამ, გურამ დუმბაძემ განუცხადა, ქურდმა უშუალოდ მისი სახლიდან ლეპტოპი და ხმალი მოიპარა. მისივე თქმით, ქურდის სახლში შესვლა მისმა შვილმა გაიგო და პოლიცია გამოიძახა.

"გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში. ლეპტოპი და ვიდეოთეკა წაიღო. საფულეც გაეჩხრიკა, მაგრამ საბედნიეროდ შიგნით არაფერი აღმოჩნდა. ჩემმა ფეხმძიმე შვილმა შენიშნა ქურდის შემოსვლა და იმ წუთშივე დავრეკეთ პოლიციაში. ჩვენს ოჯახში "სეირნობის" დროს ნიღაბი ეკეთა. მეზობლები ამბობენ, რომ მათთან შესულს აღარ ჰქონდა ნიღაბი. პოლიციამ იმუშავა ძალიან კარგად, დავრეკე 03:00 საათზე და 10 წუთში აქ იყო მთელი განყოფილება, მათ შორის პოლიციის უფროსები", - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

იხილეთ ვიდეო| როგორ გაქურდეს მურმან დუმბაძის ძმა და მისი 10 მეზობელი - დაზარალებულები დაუჯერებელი ქურდობის შესახებ

თავის მხრივ, "ოპელის" მარკის ავტომობილის მოპარვის შესახებ საუბრობს ქვედა სამებაში მცხოვრები ჯემალ დუმბაძე. მისი თქმით, წითელი ფერის მანქანა საღამოს ეზოში იყო, დილით კი აღარ დახვდა. "ოპელ კორსა" მოიპარეს ჩემი ეზოდან. 02:00 საათზე მანქანა იდგა ეზოში, დილით უკვე აღარ იყო. ზოგან მანქანები გატეხეს, ზოგან ოჯახებში შევიდნენ და ტექნიკა მოიპარეს. ყველა ვცხოვრობთ მურმან დუმბაძის სამეზობლოში. პოლიცია და კრიმინალისტები იყვნენ მოსული და დაიწყეს გამოძიება", - განაცხადა ჯემალ დუმბაძემ. ასევე, ქვედა სამებაში, ზაქარაძეების ოჯახის მანქანა გატეხეს, საიდანაც საფულე მოიპარეს. ოჯახის ინფორმაციით, საფულეში 140 ლარი იდო.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოსახლეს, კახიძეების ოჯახს, მათ დილით მისაღები ოთახის მაგიდაზე წასაღებად გადალაგებული ნივთები - ლეპტოპი და რამდენიმე სუვენირი დახვდათ. როგორც ოჯახის წევრი აცხადებს, დილით გაიგეს, რომ სამეზობლოში ქურდობის რამდენიმე ფაქტი მოხდა. როგორც ჩანს მათ ოჯახში შესული ქურდი დაძახილმა დააფრთხო, გადალაგებული ნივთები დატოვა და გაიქცა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ქურდობის სამ ფაქტთან დაკავშირებით. ესენია მანქანის მოპარვა, სახლიდან საოჯახო ნივთების წაღება და ავტომობილიდან ფულის მოპარვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ