შორენა ბეგაშვილის შვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაციას დღეს გაუკეთებენ. კლინიკის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პაციენტი გონზეა და მას საოპერაციოდ ამზადებენ. არსებული ინფორმაციით, 14 წლის ევა ბარბაქაძეს 12:00 საათზე ნეიროქირურგები თავდაპირველად ხერხემალზე ჩაუტარებენ ოპერაციას.
ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კი გადაწყდება, დღესვე გაუკეთებენ თუ არა პაციენტს ოპერაციებს ხელსა და ფეხზე. AMBEBI.GE-მ გაარკვია რამდენიმე დეტალი 14 წლის ევას ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მოზარდმა გუშინ პირველად ჭამა საჭმელი. კონტაქტურია, ისაუბრა კიდეც და ფეხი აამოძრავა.
მსახიობისა და ტელეწამყვანის 14 წლის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.
იხილეთ ვიდეო| ბეგაშვილის შვილისთვის ოპერაციის გაკეთება დღეს იგეგმება - ევა ბარბაქაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
Georgian TV presenter’s teenage daughter falls from the 5-th floor
ასევე წაიკითხეთ:
"...უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს..." - რა მოხდა წმინდანის საფლავზე თბილისში
"ევას ფანჯრის რაფაზე ჯდომა უყვარს... იმ საღამოსაც იჯდა და ფოტოებს იღებდა" - ნინა წკრიალაშვილი უბედური შემთხვევის დეტალებზე
"ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ფრთები, თუკი შემთხვევით საიდანმე გადმოვარდებიან..." - ნათია ფანჯიკიძე ევა ბარბაქაძეს "კეთილ ენერგიას" უგზავნის