"ჯვრის მონასტრის მიმდებარე ორკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს, 27 მარტს მთლიანად დასუფთავდა. შეგროვდა 150 ტომარა ნაგავი და დაიტვირთა მცხეთის გამგეობის მიერ გამოყოფილ მანქანაზე.
აქციაში მონაწილეობდნენ ახალი უმაღლესი სასწავლებლის, იგივე ნიუ უნის სტუდენტები და მოხალისეები, 40-მდე ადამიანი, რომლებიც შეუერთდნენ აქციას "ჩავყაროთ ნაგავი".
დიდი მადლობა მონაწილეებს, ასე საქმით რომ გიყვართ საქართველო და ბუნება".
(c) ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი