ვერძი
დღე დასვენებას, პირადი ნივთების გადახარისხებას დაუთმეთ, გათავისუფლდით უსარგებლო საგნებისგან. აკონტროლეთ ემოციები.
კურო
კვირა დღე თქვენგან მაქსიმალურ დაკვირვებასა და თავშეკავებას მოითხოვს. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მგზავრობისას.
ტყუპი
ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ახალს ნურაფერს დაიწყებთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას
შვილებთან. იზრუნეთ მათზე, მაგრამ ნუ შეუზღუდავთ მათ თავისუფლებას.
ლომი
მოერიდეთ კონფლიქტს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. გაერთეთ გასართობ ცენტრში ან ზღაპრები წაუკითხეთ.
ქალწული
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. უმჯობესია, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებით, ქალაქგარეთ, გაატაროთ.
სასწორი
კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარეთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს ახლობლებთან ერთად იმხიარულეთ.
მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტად დაისვენეთ, კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად.
მშვილდოსანი