დედამ ჰავაიდან, რომელიც სოციალურ ქსელში თავის თავს "ქალთევზა ობრის" უწოდებს, ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ზღვის სანაპიროზე ბავშვს ძუძუს აჭმევს. ამ საქციელით მან პროტესტი გამოუცხადა მათ, ვინც ნეგატიურად უყურებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბავშვის ძუძუთი კვებას.
ობრიმ აღიარა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა იმის შესახებ, თუ დედებს როგორ უჭირდათ შვილების დანაყრება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. სულ ახლახან თავად შეეჯახა ამ პრობლემას. ეს მოხდა რესტორანში. ობრის ბავშვმა ტირილი დაიწყო და მანაც გადაწყვიტა, ეჭმია მისთვის. რამდენიმე წუთის შემდეგ მიუახლოვდა ქალი და უთხრა, რომ ასეთი საქციელისთვის შეიძლებოდა გაეგდოთ დაწესებულებიდან.
"კიდევ კარგი, ვიცოდი ჩემი უფლებების შესახებ და არ ავყევი უცნობს", - ამბობს ობრი. "ჩემს ბავშვს, ისევე, როგორც თქვენ, უნდა ჭამა. რატომ არ შეუძლია მას ამის გაკეთება?" - მშვიდად ჰკითხა დედამ უცნობს.