"ან ევროპა, ან სიკვდილი"

"ან ევროპა, ან სიკვდილი"

სენეგალში მდებარე ერთ-ერთი ულამაზესი პატარა სოფელი, სადაც მოსახლეობა ძირითადად თევზაობით არის დაკავებული, მასშტაბური მიგრაციული კრიზისის ნაწილია. სულ რაღაც ათი წლის წინ სოფელი კაიარი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პუნქტი იყო დასავლეთ აფრიკელებისთვის, რომლებიც ესპანეთის კანარის კუნძულებზე ჩასვლის იმედით აქ იკრიბებოდნენ.

"ევროპა ან სიკვდილი - ასე ვეუბნებოდით ერთმანეთს", - ყვება 23 წლის მეთევზე მორ მბენგუ, რომელმაც ევროპის მიმართულებით საშიში მგზავრობა 2006 წელს გადაწყვიტა, - "ყველას უნდოდა აქედან წასვლა, აბსოლუტურად ყველას". მაშინ ახალგაზრდა სენეგალელმა 1 500-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა ძველი ნავით, 74 ადამიანთან ერთად გადაწყვიტა. ათასობით აფრიკელისთვის კანარის კუნძულები ევროპაში მთავარი კარიბჭე იყო.

2006 წელს პიკს მიაღწია იმ დასავლეთაფრიკელების რაოდენობამ, რომლებსაც ევროპაში ჩასვლა სურდათ. ოფიციალური მონაცემებით, კონტინენტი დატოვა 30 000-ზე მეტმა ადამიანმა სენეგალიდან, გვინეიდან, მალიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარსა და განიდან. 6 000-ზე მეტი გზაში, ნავის ჩაძირვის ან შიმშილის შედეგად დაიღუპა.

მასშტაბურ მიგრაციულ ნაკადთან გასამკლავებლად ესპანეთმა დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა. 2006 წლის ივლისში, ევროპულმა სასაზღვრო სააგენტო ფრონტექსმა აკვატორიაში პატრულირება დაიწყო. დაკავებულ მიგრანტებს უკან აბრუნებდნენ. 2008 წლისთვის ევროკავშირმა კანარის მარშრუტის დაბლოკვა შეძლო განაგრძეთ კითხვა

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი