სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა" - გრიგოლიას რეაქცია "ოცნების" დეპუტატის ირონიულ რეპლიკაზე
"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა" - გრიგოლიას რეაქცია "ოცნების" დეპუტატის ირონიულ რეპლიკაზე

"მო­გე­სალ­მე­ბით, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო ქალ­ბა­ტო­ნო ინგა" - ამ რეპ­ლი­კით მი­ე­სალ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ტე­ლე­წამ­ყვან ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში ჩარ­თვის დროს. ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ირო­ნი­ა­ნა­რევ­მა ეპი­თეტ­მა გრი­გო­ლია გა­აბ­რა­ზა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ე­კი­თხა სტუ­მარს, გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა სი­ტყვა, რომ­ლი­თაც მას მი­ე­სალ­მა. როცა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ კი­დევ ერთხელ გა­უ­მე­ო­რა მი­სალ­მე­ბა, გრი­გო­ლი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რს იუ­მო­რი და­უ­წუ­ნა:

"ვი­თომ რეპ­ლი­კა, ვი­თომ ხუმ­რო­ბა ნა­რე­ვი, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან მძი­მე თე­მაა და არ მგო­ნია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი დღეს იყოს მა­ინ­ცდა­მა­ინც კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, როცა კა­ციშ­ვილ­მა არ იცის, ვინ ახ­დენს ქვე­ყა­ნა­ში მო­რა­ლურ ტე­რორს ადა­მი­ა­ნებ­ზე. არ ვთვლი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახლა სა­ხუ­მა­როდ აქვს საქ­მე, რად­გან 11 მარ­ტი­დან გა­ვი­და ბევ­რი დრო, დღეს არის 25 მარ­ტი და დღეს არ­ცერ­თმა ჩვენ­გან­მა არ იცის, ვინ გვი­წყობს ქვე­ყა­ნა­ში მო­რა­ლურ ტე­რორს" - აღ­ნიშ­ნა შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა, რო­მელ­მაც ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს "შეც­დო­მის" გა­მოს­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, 14 მარტს მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და მუ­ქა­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ინ­ტერ­ნეტ­ში ინგა გრი­გო­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­დე­ბო­და, ტე­ლე­წამ­ყვან­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "მე ინგა გრი­გო­ლია ვარ, შვი­ლი, დედა, მე­გო­ბა­რი. მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაქვს სექ­სი და ასეც ვა­პი­რებ გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი ცხოვ­რე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა" - გრიგოლიას რეაქცია "ოცნების" დეპუტატის ირონიულ რეპლიკაზე

"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა" - გრიგოლიას რეაქცია "ოცნების" დეპუტატის ირონიულ რეპლიკაზე

"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა" - ამ რეპლიკით მიესალმა "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვის დროს. ლორთქიფანიძის ირონიანარევმა ეპითეტმა გრიგოლია გააბრაზა და ტელეწამყვანი რამდენჯერმე ჩაეკითხა სტუმარს, გაემეორებინა სიტყვა, რომლითაც მას მიესალმა. როცა დავით ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ გაუმეორა მისალმება, გრიგოლიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს იუმორი დაუწუნა:

"ვითომ რეპლიკა, ვითომ ხუმრობა ნარევი, მაგრამ ეს ძალიან მძიმე თემაა და არ მგონია სახელისუფლებო გუნდი დღეს იყოს მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში, როცა კაციშვილმა არ იცის, ვინ ახდენს ქვეყანაში მორალურ ტერორს ადამიანებზე. არ ვთვლი, რომ ხელისუფლებას ახლა სახუმაროდ აქვს საქმე, რადგან 11 მარტიდან გავიდა ბევრი დრო, დღეს არის 25 მარტი და დღეს არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვინ გვიწყობს ქვეყანაში მორალურ ტერორს" - აღნიშნა შესავალ სიტყვაში ტელეწამყვანმა, რომელმაც ლორთქიფანიძეს "შეცდომის" გამოსწორების საშუალება არ მისცა.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, 14 მარტს მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მუქარა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში ინტერნეტში ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდებოდა, ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ვრცელი განცხადება გააკეთა: "მე ინგა გრიგოლია ვარ, შვილი, დედა, მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია