თბილისის მიკროავტობუსებში FREE WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

თბილისის მიკროავტობუსებში FREE WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

თბილისის მიკროავტობუსებში FREE WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. როგორც "თბილისის მიკროავტობუსიდან" გვაცნობეს, უკვე ერთი კვირაა რამდენიმე მიკროავტობუსში სატესტო რეჟიმში გაშვებულია უფასო WiFi. ამ პროექტს კომპანია WiFisher-ი "თბილისის მიკროავტობუსის" მხარდაჭერით ახორციელებს.

,,თბილისის მიკროავტობუსი" მიესალმება და ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას.

უფასო WiFi სისტემა ჯერჯერობით ხელმისაწვდომია 2 ნომრის სამარშრუტო ტაქსებში და მისი შემჩნევა შესაძლებელია სპეციალური სტიკერით - FREE WiFi.

კომპანია WiFisher-ი გეგმავს პერიოდულად გაზარდოს უფასო ინტერნეტით აღჭურვილი სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა.

მათივე ინფორმაციით, სტატისტიკაზე დაყრდნობით, ერთი კვირის მანძილზე WiFi 200-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.

"კომპანია WiFisher-ი ქმნის ინოვაციურ სარეკლამო არხს, რაც გულისხმობს WiFi ქსელში რეკლამის განთავსებას. თითოეული მომხმარებელი, რომელსაც სურს გამოიყენოს ინტერნეტი, მის მისაღებად ხედავს წინასწარ დამუშავებულ კონკრეტული კომპანიის ვიზუალს - იქნება ეს სტატიკური ბანერი, მოძრავი სურათი (GIF), ვიდეო თუ სხვა. კომპანიებისთვის ეს პროდუქტი არის კიდევ ერთი საშუალება, გაზარდონ საკუთარი პოპულარობა და მომხმარებელთა რაოდენობა", - აცხადებენ კომპანიაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია