სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღს ასახელებს
შსს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღს ასახელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლი მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და სა­ჭე­გა­და­ტა­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღად 2017 წლის 1-ელ იან­ვარს ასა­ხე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ იმოქ­მე­დებს სპორ­ტულ მან­ქა­ნებ­ზე და იმ ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხუ­ციშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი წა­რად­გი­ნა.

რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და, ამ ეტა­პის­თვის, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად შე­თან­ხმე­ბუ­ლი თა­რი­ღი 1-ელი იან­ვა­რია, რათა იმ­პორ­ტი­ო­რებს "ბიზ­ნე­სის გა­და­წყო­ბის" და და­წყე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის კი­დევ ერთ სი­ახ­ლეს, რო­მე­ლიც მარ­თვის მოწ­მო­ბებ­ზე 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მის და­წე­სე­ბას და საგ­ზაო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბი­სა და შე­დე­გად, ქუ­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხუ­ციშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­უქ­მე­ბის ნაც­ვლად, მოხ­დეს მისი გარ­კვე­უ­ლი ვა­დით ჩა­მორ­თმე­ვა, ხოლო თუკი მძღოლს ჩა­მორ­თმე­უ­ლი მოწ­მო­ბის ვა­და­ზე ადრე დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ის გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რებს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტით 3-დან 6-წლამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბეგ­ვრის რე­ჟიმ­ში ექ­ცე­ვა, ხოლო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი რვა და რვა წელ­ზე მეტი ასა­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის. შე­ღავ­თი­ან რე­ჟიმ­ში გა­და­დის მო­პე­დე­ბი­სა და მო­ტო­ციკ­ლე­ბის აქ­ცი­ზით და­ბეგ­ვრაც.

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან. შე­სა­ბა­მი­სი ცხრი­ლი, რაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია, შე­იც­ვლე­ბა – კუ­ბა­დუ­რის მი­ხედ­ვით, 12 წლის ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბა 70 თეთ­რი იქ­ნე­ბა, 12 წლის ქვე­ვით - 50 თეთ­რი, ხოლო ხუთი წლი­დან ისევ და­ი­წყებს გაძ­ვი­რე­ბას. სეგ­მენ­ტი, რაც იაფი მან­ქა­ნე­ბის­თვის იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი­სათ­ვის, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს. ჩვე­ნი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­აა, არ მოხ­დეს ავ­ტო­პარ­კის დაძ­ვე­ლე­ბა, ამი­ტომ 12 წლი­დან ეტა­პობ­რი­ვად, ხოლო 14 წლი­დან კრი­ტი­კუ­ლად გაძ­ვირ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბა, კუ­ბა­დუ­რის მი­ხედ­ვით", - გან­მარ­ტა შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღს ასახელებს

შსს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღს ასახელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1-ელ იანვარს ასახელებს. მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს სპორტულ მანქანებზე და იმ ტიპის ავტომობილებზე, რომელიც ტურისტულ ბიზნესში გამოიყენება.

ამასთან დაკავშირებით ხუციშვილმა განმარტებები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის, კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული თარიღი 1-ელი იანვარია, რათა იმპორტიორებს "ბიზნესის გადაწყობის" და დაწყებული კონტრაქტების ბოლომდე მიყვანის საშუალება მიეცეთ.

რაც შეეხება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის დაწესებას და საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების დაგროვებისა და შედეგად, ქულების განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის გაუქმებას ითვალისწინებს, ამასთან დაკავშირებით ხუციშვილმა განმარტა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის გაუქმების ნაცვლად, მოხდეს მისი გარკვეული ვადით ჩამორთმევა, ხოლო თუკი მძღოლს ჩამორთმეული მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების სურვილი ექნება, ასეთ შემთხვევაში ის გამოცდას ჩააბარებს.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი რვა და რვა წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.

"ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა ფინანსთა სამინისტროსთან. შესაბამისი ცხრილი, რაც წარმოდგენილია, შეიცვლება – კუბადურის მიხედვით, 12 წლის ავტომობილის განბაჟება 70 თეთრი იქნება, 12 წლის ქვევით - 50 თეთრი, ხოლო ხუთი წლიდან ისევ დაიწყებს გაძვირებას. სეგმენტი, რაც იაფი მანქანებისთვის იყო ორიენტირებული, გარკვეული შეღავათებისათვის, გათვალისწინებული იქნება, რათა მოსახლეობისთვის ავტომობილების შეძენა შესაძლებელი იყოს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, არ მოხდეს ავტოპარკის დაძველება, ამიტომ 12 წლიდან ეტაპობრივად, ხოლო 14 წლიდან კრიტიკულად გაძვირდება ავტომობილების განბაჟება, კუბადურის მიხედვით", - განმარტა შალვა ხუციშვილმა საკომიტეტო მოსმენისას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ