სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბრიუსელის აეროპორტში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა
ბრიუსელის აეროპორტში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა

ბრი­უ­სელ­ში, ზა­ვენ­ტე­მის აე­რო­პორ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის დროს დაჭ­რი­ლი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ფო­ტოც ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ქეთი ქარ­და­ვამ გა­ავ­რცე­ლა და მსოფ­ლიო მე­დია მო­ი­ა­რა, ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი, წარ­მო­შო­ბით ბრა­ზი­ლი­ე­ლი, ბელ­გი­ის სა­კა­ლათ­ბურ­თო ნა­კა­რე­ბის წევ­რი, სე­ბას­ტი­ან ბე­ლი­ნია.

dailymail.co.uk -ის ცნო­ბით, 37 წლის კა­ლათ­ბურ­თე­ლი აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან 20 მეტრში იმ­ყო­ფე­ბო­და და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

სე­ბას­ტი­ან ბე­ლი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე "ტვი­ტერ­ში" აქ­ტი­უ­რად წე­რენ მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

კა­ლათ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ბელ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი სწრა­ფად მო­ახ­დენს ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრი­უ­სე­ლის ცნო­ბით, 100 ადა­მი­ა­ნი აე­რო­პორ­ტში, 130 კი მეტ­რო­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის დროს და­შავ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამ დრომ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტებს 38-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბრიუსელის აეროპორტში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა

ბრიუსელის აეროპორტში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა

ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის დროს დაჭრილი უცნობი ადამიანი, რომლის ფოტოც ქართველმა ჟურნალისტმა, ქეთი ქარდავამ გაავრცელა და მსოფლიო მედია მოიარა, ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა.

დაჭრილი მამაკაცი, წარმოშობით ბრაზილიელი, ბელგიის საკალათბურთო ნაკარების წევრი, სებასტიან ბელინია.

dailymail.co.uk -ის ცნობით, 37 წლის კალათბურთელი აფეთქების ადგილიდან 20 მეტრში იმყოფებოდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

სებასტიან ბელინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ტვიტერში" აქტიურად წერენ მისი გულშემატკივრები.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრი სწრაფად მოახდენს ძალების აღდგენას.

ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.

რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა