"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდითაა" - გიორგი კვირიკაშვილი

"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდითაა" - გიორგი კვირიკაშვილი

ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს "უსასტიკეს დანაშაულს" უწოდებს.

"შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა - ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ბრიუსელში დღეს აეროპორტსა და მეტროსადგურებში რამდენიმე აფეთქება განხორციელდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."