სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ლამის ვიჩქმიტე, ხომ არაფერი მეჩვენება მეთქი..." - ქართველი ბერისა და უცხოელი სტუდენტების "უცნაური ამბავი"
"ლამის ვიჩქმიტე, ხომ არაფერი მეჩვენება მეთქი..." - ქართველი ბერისა და უცხოელი სტუდენტების "უცნაური ამბავი"

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს უზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მასა და მის უცხო­ელ სტუმ­რებს სა­ფა­რას მო­ნას­ტერ­ში გა­დახ­დათ თავს:

"ასე­თი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი იყო: გა­სულ კვი­რა­ში, სტუ­დენ­ტე­ბი მყავ­და ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სტა­ჟი­რე­ბა­ზე. კარ­გი მუ­სი­კა­სა­ვით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი იყ­ვნენ, გულ­წრფე­ლე­ბი და ხა­ლა­სე­ბი. ორი ცალი. პროგ­რა­მა ისე შე­ვად­გი­ნეთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ენა­ხათ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ნა­ირ ხალ­ხთან ელა­პა­რა­კათ, თან გა­და­ე­ღოთ და თან ამ პრო­ცეს­ში ერ­თმა­ნე­თის­თვის რამე-რუ­მე­ე­ბიც გვეს­წავ­ლე­ბი­ნა. ჩადი და კა­ლინ­და იღ­ბლი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ისე­თე­ბი ვნა­ხეთ, ხში­რად მეც კი (ანუ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბე­რე­ბუ­ლი კაცი) ხან პირ­და­ღე­ბუ­ლი ვრჩე­ბო­დი, ხან თვა­ლებ­და­ჭყე­ტი­ლი.

ერთი ამ­ბა­ვი ასე­თი იყო: სა­ფა­რა­ში ვი­ყა­ვით, ერთი დღე მო­ნას­ტერ­ში. თან გად­მოგ­ვყვნენ ბე­რე­ბი, მძი­მე მარ­ხვის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­ტა­რეს, ყვე­ლა­ფე­რი გვაჩ­ვე­ნეს. რომ მი­ვე­დით, წირ­ვა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რიო - ტა­ძა­რი გაგ­ვიხ­სნეს და სამ­მა ბერ­მა ჩვენ­თვის იგა­ლო­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ბო­ლოს, სტუ­დენ­ტებს არც ინ­ტერ­ვი­უ­ზე უთხრეს უარი და ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ბე­რუ­ლი მოთ­მი­ნე­ბით უპა­სუ­ხა უამ­რავ შე­კი­თხვა­ზე. მაგ­რამ მთა­ვა­რი წინ გვე­ლო­და. წა­მოს­ვლი­სას, რომ გვემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ, ტა­ძარ­ში, ერთ-ერთ ხატ­თან მიგ­ვიყ­ვა­ნეს - ღვთის­მშო­ბი­ლის ხატი იყო. ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ბერ­მა ხა­ტის ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა და­ი­წყო. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამ­ბა­ვი იყო, საღვთის­მე­ტყვე­ლო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. მო­ვუ­ბო­დი­შე, ამ­დე­ნი ინ­გლი­სუ­რი ნამ­დვი­ლად არ ვიცი და თქვე­ნის ნე­ბარ­თვით, მოკ­ლედ ვე­ტყვი მეთ­ქი. არა­უ­შავს, მე ვე­ტყვიო და და­უ­წყო ინ­გლი­სუ­რად მო­ყო­ლა - გა­მარ­თუ­ლი თე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­გლი­სუ­რით - ცოტა და­მაკ­ლდა, ამ ამაღ­ლე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ლა­მის ვიჩ­ქმი­ტე, ხო არა­ფე­რი მეჩ­ვე­ნე­ბა მეთ­ქი. რომ და­ას­რუ­ლა, ეტყო­ბა გა­ო­ცე­ბა სა­ხე­ზეც მე­ტყო­ბო­და და "სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­გლი­სუ­რი ნამ­დვი­ლად არ ვიცი, თორე ინ­ტერ­ვი­უს თარ­გმან­ზე არ გაწ­ვა­ლებ­დიო". ჭიშ­კრამ­დე სულ ბო­დი­შე­ბით გა­მოგ­ვა­ცი­ლეს - მარ­ხვის გამო, სა­თა­ნა­დოდ ვერ გმას­პინ­ძლობთ, გვა­პა­ტი­ე­თო.

მე ასე­თი ეკ­ლე­სია მიყ­ვარს.

ჰო, კა­ლინ­დას თავ­სა­ბუ­რა­ვი კი ჰქონ­და, მაგ­რამ ტან­ზე ისე ეცვა, თბი­ლი­სის ზო­გი­ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში კა­რის­კენ რომ მი­უ­თი­თე­ბენ ხოლ­მე გო­გო­ნებს" - წერს დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი პოს­ტში. რო­გორც კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, ახალ­გაზ­რდა ბერი, რო­მელ­ზეც პოს­ტში ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, მამა ელი­სეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ლამის ვიჩქმიტე, ხომ არაფერი მეჩვენება მეთქი..." - ქართველი ბერისა და უცხოელი სტუდენტების "უცნაური ამბავი"

"ლამის ვიჩქმიტე, ხომ არაფერი მეჩვენება მეთქი..." - ქართველი ბერისა და უცხოელი სტუდენტების "უცნაური ამბავი"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ფეისბუქ-მეგობრებს საინტერესო ამბავს უზიარებს, რომელიც მასა და მის უცხოელ სტუმრებს საფარას მონასტერში გადახდათ თავს:

"ასეთი უცნაური ამბავი იყო: გასულ კვირაში, სტუდენტები მყავდა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, სტაჟირებაზე. კარგი მუსიკასავით არაჩვეულებრივები იყვნენ, გულწრფელები და ხალასები. ორი ცალი. პროგრამა ისე შევადგინეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი რამ ენახათ საქართველოში, ყველანაირ ხალხთან ელაპარაკათ, თან გადაეღოთ და თან ამ პროცესში ერთმანეთისთვის რამე-რუმეებიც გვესწავლებინა. ჩადი და კალინდა იღბლიანები იყვნენ და ისეთები ვნახეთ, ხშირად მეც კი (ანუ, საქართველოში დაბერებული კაცი) ხან პირდაღებული ვრჩებოდი, ხან თვალებდაჭყეტილი.

ერთი ამბავი ასეთი იყო: საფარაში ვიყავით, ერთი დღე მონასტერში. თან გადმოგვყვნენ ბერები, მძიმე მარხვის მიუხედავად, ყველაფერი მოგვატარეს, ყველაფერი გვაჩვენეს. რომ მივედით, წირვა უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ეგ არაფერიო - ტაძარი გაგვიხსნეს და სამმა ბერმა ჩვენთვის იგალობა. ამ ყველაფრის ბოლოს, სტუდენტებს არც ინტერვიუზე უთხრეს უარი და ერთ-ერთმა მათგანმა ბერული მოთმინებით უპასუხა უამრავ შეკითხვაზე. მაგრამ მთავარი წინ გველოდა. წამოსვლისას, რომ გვემშვიდობებოდნენ, ტაძარში, ერთ-ერთ ხატთან მიგვიყვანეს - ღვთისმშობილის ხატი იყო. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ბერმა ხატის ისტორიის მოყოლა დაიწყო. საკმაოდ რთული ამბავი იყო, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით გაჯერებული. მოვუბოდიშე, ამდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი და თქვენის ნებართვით, მოკლედ ვეტყვი მეთქი. არაუშავს, მე ვეტყვიო და დაუწყო ინგლისურად მოყოლა - გამართული თეოლოგიური ინგლისურით - ცოტა დამაკლდა, ამ ამაღლებულ სიტუაციაში ლამის ვიჩქმიტე, ხო არაფერი მეჩვენება მეთქი. რომ დაასრულა, ეტყობა გაოცება სახეზეც მეტყობოდა და "სატელევიზიო ინგლისური ნამდვილად არ ვიცი, თორე ინტერვიუს თარგმანზე არ გაწვალებდიო". ჭიშკრამდე სულ ბოდიშებით გამოგვაცილეს - მარხვის გამო, სათანადოდ ვერ გმასპინძლობთ, გვაპატიეთო.

მე ასეთი ეკლესია მიყვარს.

ჰო, კალინდას თავსაბურავი კი ჰქონდა, მაგრამ ტანზე ისე ეცვა, თბილისის ზოგიერთ ეკლესიაში კარისკენ რომ მიუთითებენ ხოლმე გოგონებს" - წერს დაჩი გრძელიშვილი პოსტში. როგორც კომენტარებში წერენ, ახალგაზრდა ბერი, რომელზეც პოსტში ჟურნალისტი წერს, მამა ელისეა.

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი