სარკის მაგიური ძალა

სარკის მაგიური ძალა

ოდითგანვე სარკეს არაერთ მაგიურ თვისებას მიაწერდნენ. როგორც სპეციალურმა გამოკვლევებმა ცხადყო, სარკის ზედაპირს გააჩნია თვისება, დაიჭიროს და აირეკლოს სპექტრის ყველაზე უჩინარი სხივებიც კი. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სარკეს სპექტრის მალულ სხივებთან ერთად, ადამიანის ბიოენერგოინფორმაციის დაჭერა და არეკლვაც შეუძლია. ხოლო, რადგანაც, სარკის ზედაპირს გააჩნია თვისება, მიღებული ტალღების წყვეტა ან დეფორმაცია გამოიწვიოს, მას ასევე შეუძლია გააძლიეროს, ან დაასუსტოს ადამიანის ბიოიმუნიტეტი და აზრების ენერგეტიკა.

გავიხსენოთ საიდან იღებს სათავეს ე.წ. "ნარცისის კომპლექსი", მითოლოგიურად ნარცისი ულამაზესი ჭაბუკი იყო, რომელიც ზედმეტად გაიტაცა საკუთარი გარეგნობით ტკბობამ. რაც საბოლოოდ ფატალური შედეგებით დასრულდა. ამიტომ სარკესთან კოპწიაობის წრეგადასულმა ჩვევამ, შესაძლოა ადამიანში ფსიქიური აშლილობა და ნერვოზებიც კი გამოიწვიოს. იგივე საფრთხის წინ ვდგავართ, როცა სარკეში ჩვენს ამა თუ იმ ნაკლს დაჟინებით ვათვალიერებთ. რაც უფრო ხშირად ჩავიხედავთ სარკეში ამ მიზნით, მით უფრო მეტად გაგვიჩნდება სურვილი იგივე ქმედებების გამეორების. მით უფრო, მძაფრად გაგვიჯდება საკუთარი ნაკლის მიმართ შიშისა და პანიკის გრძნობა. მაინც რატომ ხდება ეს?

საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანს გააჩნია უნარი ზეგავლენა მოახდინოს

საკუთარ ფსიქიკაზე სარკის მეშვეობით. ამიტომ როცა სარკეში ჩვენს ორიეულს ვხედავთ, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობით ვართ მის მიმართ მომართული. ჩვენი ქვეცნობიერი აგზავნის სარკისკენ, ძალიან ძლიერ იმპულსებს ნეგატიურს ან პოზიტიურს, რაც სარკის დახურულ წრეში ტრიალებს და გაორმაგებული ძალით ბრუნდება ისევ ჩვენთან. აქედან გამომდინარე, კარგად დააკვირდით იმას თუ რა სახის ინფორმაციაზე "აპროგრამებთ" საკუთარ თავს სარკის წინ!

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს