„უზრდელი და თავხედი ხარ“ - ჭიქების სროლა და ჩხუბი პირდაპირ ეთერში ბათიაშვილსა და შუბლაძეს შორის

„უზრდელი და თავხედი ხარ“ - ჭიქების სროლა და ჩხუბი პირდაპირ ეთერში ბათიაშვილსა და შუბლაძეს შორის

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "რვიანში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბადრი შუბლაძე და "სახალხო კრების" წარმომადგენელი ირაკლი ბათიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შუბლაძემ განაცხადა, რომ ბათიაშვილი და მისი თანამოაზრეები "კა-გე-ბე"-სთან თანამშრომლობდნენ. კამათის დროს ბათიაშვილმა შუბლაძეს ჭიქა ესროლა.

ბადრი შუბლაძე: ირაკლი ჩემს უბანში იყრიდა კენჭს და ორივეჯერ მას მივეცი ხმა. ეხლა ვნანობ. ესენი ყველა კა-გე-ბე-ს ჰყავდა გამოჭერილი...

ირაკლი ბათიაშვილი: სისულელეს ლაპარაკობთ...

ბადრი შუბლაძე: რატომ ვლაპარაკობთ სისულელეს? არ თანამშრომლობდით კა-გე-ბესთან?

ირაკლი ბათიაშვილი: თქვენ ხართ უზრდელი და თავხედი კაცი.

ბადრი შუბლაძე: დაუკრეფავში ნუ გადადიხართ და უზრდელობა თქვენკენ მოიკითხეთ.

იხილეთ დაპირისპირების ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."