რობი უილიამსი საქართველოში - როდის უნდა ელოდოს "ვარსკვლავთცვენას" ქართველი მსმენელი

რობი უილიამსი საქართველოში - როდის უნდა ელოდოს "ვარსკვლავთცვენას" ქართველი მსმენელი

მომღერალ რობი უილიამსის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძის განცხადებით, საუბარია კონცერტების თბილისსა და ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, რობი უილიამსის გარდა მოლაპარაკებები იმართება "სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან".

"რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად). აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს", - წერს კობახიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საკითხს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე.

Robbie Williams may visit Georgia

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება