სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სრულიად თავხედური მოსაზრება" - გრიგორი კარასინის განცხადებას ქართველი დეპუტატები აფასებენ
"სრულიად თავხედური მოსაზრება" - გრიგორი კარასინის განცხადებას ქართველი დეპუტატები აფასებენ

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზუ­რაბ აბა­ში­ძე დღეს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინს პრა­ღა­ში შეხ­ვდა. რო­გორც შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე აბა­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­უბ­რის ერთ-ერთი თემა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სო­ფელ ჯა­რი­ა­შენ­თან ოკუ­პან­ტე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი გზის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მხა­რე­ე­ბი ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ ვი­ზე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კითხს.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ა­კე­თა, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა და ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს სურს გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ზე პატ­რი­ო­ტი და ხის­ტი მებ­რძო­ლე­ბი არი­ან რუ­სუ­ლი ექ­სპან­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. "სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მსოფ­ლი­ოს მო­უ­წო­და, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო უნდა გა­ერ­თი­ან­დეს რუ­სუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ. ნორ­მა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასეთ გან­ცხა­დე­ბებს არ პა­ტი­ო­ბენ. ჩვენ თავს ვი­კა­ვებთ, მაგ­რამ ჩვენს მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი", - აღ­ნიშ­ნავ კა­რა­სინ­მა.

მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ დღეს მთა­ვა­რი საფრ­თხეა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბა და აშ­კა­რად მზარ­დი ან­ტი­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა. "ან­ტი­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა ის­მის თბი­ლის­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­ზე, ის­მის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა მხრი­და­ნაც, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნი ჩვენს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ისაა, რომ ასე­თი გან­წყო­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მი­ნის­ტრე­ბის და პრე­ზი­დენ­ტის მხრი­და­ნაც კი ის­მის. ჩვენ ბუ­ნებ­რი­ვია ამას ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა ვცდი­ლობთ ყვე­ლა ჩხვლე­ტა­ზე არ ვუ­პა­სუ­ხოთ, მაგ­რამ ჩვენ­თვის დას­კვნებს ვა­კე­თებთ. ახლა გზა­გა­სა­ყარ­ზე ვართ, რო­დე­საც არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ვა­კე­თოთ - ან და­ვუბ­რუნ­დეთ კონფრონ­ტა­ცი­ას, ან გა­ვაგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი, გია ვოლ­სკი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბას აგ­რე­სი­ულს უწო­დებს. რო­გორც ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, კა­რა­სი­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის ნიშ­ნებ­ზე მი­უ­თი­თებს.

"კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბა აგ­რე­სი­უ­ლია. შიდა საქ­მე­ებ­ში, ჩა­რე­ვის ნიშ­ნე­ბია მის გან­ცხა­დე­ბა­ში. თით­ქოს­და ავი­წყდე­ბა კი­დეც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, გულ­წრფე­ლო­ბის­გან შორ­საა, ემო­ცი­ის­გა­ნაც დაც­ლი­ლია. გარ­კვე­უ­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. წინა სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმა­ტებს. მე ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­წყვეტს პარ­ლა­მენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბას, ორი­ენ­ტი­რებ­საც. ვფიქ­რობ, მთავ­რო­ბას სწო­რი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რუ­სეთ­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამა­ვე დროს არა­ნა­ი­რად, ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კურსს არ ცვლის. ამი­ტომ ვფიქ­რობ ეს გან­ცხა­დე­ბა არ ეკუთ­ვნის მთლად დიპ­ლო­მატს" - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

დე­პუ­ტატ­მა თა­მარ ხი­და­შელ­მა კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბას "სრუ­ლი­ად თავ­ხე­დუ­რი მო­საზ­რე­ბა" უწო­და. ხი­და­შე­ლი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო თი­თის ქნე­ვა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის წი­ნა­აღ­მდეგ. "სა­გან­გა­შოა, რომ ეს რი­ტო­რი­კა თან­ხვედ­რა­შია იმ ან­ტი­და­სავ­ლურ, პრო­რუ­სულ რი­ტო­რი­კას­თან, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც უკვე საკ­მა­ოდ ხში­რად გვეს­მის", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სრულიად თავხედური მოსაზრება" - გრიგორი კარასინის განცხადებას ქართველი დეპუტატები აფასებენ

"სრულიად თავხედური მოსაზრება" - გრიგორი კარასინის განცხადებას ქართველი დეპუტატები აფასებენ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს პრაღაში შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებული გზის სამშენებლო სამუშაოები იქნება. მისივე თქმით, მხარეები ასევე განიხილავენ ვიზების გამარტივების საკითხს.

რაც შეეხება კარასინის განცხადებას, რომელიც მან მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსს სურს გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტი და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - აღნიშნავ კარასინმა.

მანვე განაცხადა, რომ დღეს მთავარი საფრთხეა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკა. "ანტირუსული რიტორიკა ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის. ჩვენ ბუნებრივია ამას ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ან დავუბრუნდეთ კონფრონტაციას, ან გავაგრძელოთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა", - განაცხადა კარასინმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი კარასინის განცხადებას აგრესიულს უწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებზე მიუთითებს.

"კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში, ჩარევის ნიშნებია მის განცხადებაში. თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიტორიები, რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, გულწრფელობისგან შორსაა, ემოციისგანაც დაცლილია. გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან, მნიშვნელოვანია და ამავე დროს არანაირად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს" - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა კარასინის განცხადებას "სრულიად თავხედური მოსაზრება" უწოდა. ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო თითის ქნევა სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. "საგანგაშოა, რომ ეს რიტორიკა თანხვედრაშია იმ ანტიდასავლურ, პრორუსულ რიტორიკასთან, რომელიც ქვეყნის შიგნითაც უკვე საკმაოდ ხშირად გვესმის", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."