ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა მის მოკვლას ცდილობს.
ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ბრეივიკმა სასამართლოში განაცხადა, სადაც ის უფლებების დარღვევის გამო მთავრობას უჩივის.
როგორც ბრეივიკმა აღნიშნა, მისთვის უმჯობესია დახვრიტონ, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში ექცეოდნენ ისე, როგორც ცხოველს. ბრეივიკი აცხადებს, რომ მისთვის ციხეში სრულ იზოლაციაში ყოფნა გაუსაძლისია და ის პირობები, რაც მას ციხეში აქვს, წამების ტოლფასია.
აღსანიშნავია, რომ 77 ადამიანის მკვლელს ციხის საკანში ტელევიზორი და კომპიუტერი აქვს, თუმცა, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. იხილეთ გაგრძელება