სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება?
საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება?

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი იყი­დე­ბა. ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გე­მო­სა და ფე­რის მი­სა­ცე­მად იყე­ნე­ბენ, უამ­რავ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ტარ­ტრა­ზი­ნი, ას­პარ­ტა­მი, ბეტა-კა­რო­ტე­ნი და ა.შ. რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კას არ­ღვევს და ამას­თა­ნა­ვე, იწ­ვევს სიმ­სივ­ნეს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მათი გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, ზო­გან კი და­წე­სე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ვინ რა დო­ზით იყე­ნებს მავ­ნე და­ნა­მა­ტებს, უც­ნო­ბია. ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას არა­ვინ ატა­რებს.

ას­პარ­ტა­მი, ტარ­ტრა­ზი­ნი, ბეტა-კა­რო­ტე­ნი, სუკ­რა­ლო­ზა აზო­რუ­ბი­ნი - ეს იმ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც ქარ­თუ­ლი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი შე­ი­ცავს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბოთლზე მი­მაგ­რე­ბულ ეტი­კეტ­ზეა და­ტა­ნი­ლი. ზო­გი­ერ­თი მწარ­მო­ე­ბე­ლი ეტი­კეტ­ზე და­ნა­მა­ტის შე­სა­ხე ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ლა­თი­ნუ­რი ნუ­მე­რა­ცი­ით აწერს, მა­გა­ლი­თად E160a, ზო­გი­ერ­თი კი მხო­ლოდ იმას მი­უ­თი­თებს, რომ გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი წყალს და შა­ქარს შე­ი­ცავს. ბოლო ორ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა, თუ რას მი­ირ­თმევს, თუმ­ცა იმის გამო, რომ ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტი არ არის, ბო­ლომ­დე გა­შიფ­რუ­ლი ეტი­კე­ტიც არაფ­რის მთქმე­ლია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბევ­რი გე­მო­სა და ფე­რის მიმ­ცე­მი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მე­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შია. ასე­ვე მავ­ნეა მა­დის მომ­გვრე­ლი სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტე­ბიც.

ევ­რო­პის ეკო­ლო­გი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რის, პრო­ფე­სორ რა­მაზ გა­ხო­კი­ძის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი (და­მატ­კბობ­ლე­ბი), რო­მელ­თაც ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ დი­ე­ტურ (და­ბალ­კა­ლო­რი­ულ) პრო­დუქ­ტებ­სა და სა­ღეჭ რე­ზი­ნებ­ში და მათ რეკ­ლა­მებს უწე­ვენ რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტებს. მათ ყო­ფენ 2 კა­ტე­გო­რი­ად: სინ­თე­ზურ და ბუ­ნებ­რივ შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბად. ყვე­ლა სინ­თე­ზუ­რი შაქ­რის შემ­ცვლე­ლი სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქა­რი­ნი, ას­პარ­ტა­მი, ციკ­ლა­მა­ტი.

მა­გა­ლი­თად ას­პარ­ტა­მი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ, არა­კა­ლო­რი­უ­ლი და­მატ­კბო­ბე­ლია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი ამინმჟა­ვე­ბის (ას­პარ­გი­ნის მჟა­ვა, ფე­ნი­ლა­ლი­ნი) ნაშ­თე­ბის­გან. იგი ასე­ვე ცნო­ბი­ლია შემ­დე­გი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით: ნუტ­რის­ვი­ტი, სვიტ­ლი, სლას­ტი­ლი­ნი, სუკ­რა­ზი­დი და გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ 5000-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პო­დუქ­ტის (უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი, სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბი და ა. შ.) და­სამ­ზა­დებ­ლად.

დად­გე­ნი­ლია, რომ ას­პარ­ტა­მის ხან­გრძლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს, გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბას, თავ­ბრსხვე­ვას, ღე­ბი­ნე­ბას, საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის დარ­ღვე­ვას, ხმა­ურს ყუ­რებ­ში, ალერ­გი­ას, დეპ­რე­სი­ას, უძი­ლო­ბას. 30 გრა­დუ­სამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე გა­ცხე­ლე­ბით იგი იშ­ლე­ბა მე­თა­ნო­ლად. რა­მაზ გა­ხო­კი­ძის თქმით, აშშ-ში გავ­რცელ­და გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის ეპი­დე­მია. მე­თა­ნო­ლით მო­წამ­ვლა იწ­ვევს გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის იმი­ტა­ცი­ას. ხში­რად მე­თა­ნო­ლით მო­წამ­ვლა ეშ­ლე­ბათ გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნოზ­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება?

საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება?

ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება. ნივთიერებები, რომლებსაც გემოსა და ფერის მისაცემად იყენებენ, უამრავ დაავადებებს იწვევს. სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით საშიშია ტარტრაზინი, ასპარტამი, ბეტა-კაროტენი და ა.შ. რომლებიც ადამიანის ფსიქიკას არღვევს და ამასთანავე, იწვევს სიმსივნეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზოგიერთ ქვეყანაში მათი გამოყენება აკრძალულია, ზოგან კი დაწესებულია სპეციალური ნორმები. საქართველოში კი ვინ რა დოზით იყენებს მავნე დანამატებს, უცნობია. ლაბორატორიულ კვლევას არავინ ატარებს.

ასპარტამი, ტარტრაზინი, ბეტა-კაროტენი, სუკრალოზა აზორუბინი - ეს იმ ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქართული გამაგრილებელი სასმელები შეიცავს და ეს ყველაფერი ბოთლზე მიმაგრებულ ეტიკეტზეა დატანილი. ზოგიერთი მწარმოებელი ეტიკეტზე დანამატის შესახე ინფორმაციას მხოლოდ ლათინური ნუმერაციით აწერს, მაგალითად E160a, ზოგიერთი კი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ გამაგრილებელი სასმელი წყალს და შაქარს შეიცავს. ბოლო ორ შემთხვევაში მომხმარებლისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რას მიირთმევს, თუმცა იმის გამო, რომ ყველა სპეციალისტი არ არის, ბოლომდე გაშიფრული ეტიკეტიც არაფრის მთქმელია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბევრი გემოსა და ფერის მიმცემი ნივთიერებები, რომლებიც გამაგრილებელ სასმელებში გამოიყენება, ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასევე მავნეა მადის მომგვრელი სხვადასხვა პრეპარატებიც.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის თქმით, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამებს უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მათ ყოფენ 2 კატეგორიად: სინთეზურ და ბუნებრივ შაქრის შემცვლელებად. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საქარინი, ასპარტამი, ციკლამატი.

მაგალითად ასპარტამი, რომელსაც ქართველი მწარმოებლები იყენებენ, არაკალორიული დამატკბობელია, რომელიც შედგება ბუნებრივი ამინმჟავების (ასპარგინის მჟავა, ფენილალინი) ნაშთებისგან. იგი ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით: ნუტრისვიტი, სვიტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი და გამოიყენებენ 5000-ზე მეტი დასახელების პოდუქტის (უალკოჰოლო სასმელები, საღეჭი რეზინები და ა. შ.) დასამზადებლად.

დადგენილია, რომ ასპარტამის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, თავბრსხვევას, ღებინებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ხმაურს ყურებში, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას. 30 გრადუსამდე ტემპერატურამდე გაცხელებით იგი იშლება მეთანოლად. რამაზ გახოკიძის თქმით, აშშ-ში გავრცელდა გაფანტული სკლეროზის ეპიდემია. მეთანოლით მოწამვლა იწვევს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. ხშირად მეთანოლით მოწამვლა ეშლებათ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია