უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის გარკვეულ უბნებს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტეპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.

"თელასის" ინფორმაციით, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბაქოს და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, სადგურის, ნიშნიანიძის და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV-ა და IV-ბ მიკრორაიონების, გლდანის I, VI, VII და VIII მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, მაისურაძის, მიქატაძის, ხერგიანის, ბუგეულის, მოსულიშვილის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ვაკის და საბურთალოს რაიონებში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ნუცუბიძის, შატილის, ძოწენიძის, ფანასკერტელ-ციციცშვილის, დოლიძის, ლიხაურის, პანკისის, ბალანჩივაძის, ბოლქვაძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, კოსტავას, ნიკოლაძის, ქუჩიშვილის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ბესიკის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჩიტაძის, ჭანტურიას, ფხოვის, ფურცელაძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლინკას, რატევანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია