სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„ინტერნეტ–ქსელში გამოიყენება ერთნაირი თაღლითური სქემა“ - "Microsoft" მომხმარებელს აფრთხილებს
„ინტერნეტ–ქსელში გამოიყენება ერთნაირი თაღლითური სქემა“ - "Microsoft" მომხმარებელს აფრთხილებს

კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნია " Microsoft"-მა "ცხე­ლი ხაზი" გახ­სნა, რომ­ლის მი­ზა­ნია იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ მე­კობ­რე­ო­ბას წა­ა­წყდნენ.

კომ­პა­ნია Microsoft აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბერ­საფრ­თხე­ე­ბის დო­ნემ მო­ი­მა­ტა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ე­ბის კორ­პო­რა­ტი­ულ კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე, ვებ–გვერ­დებ­სა და Iთ-ქსე­ლებ­ზე ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთრ ზრდას­თან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნია " Microsoft"-დან აც­ნო­ბეს, IDC-ის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 65% შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­შრო­მელ­თა კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლია არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხოლო ყო­ველ მე­ო­თხე თა­ნამ­შრო­მელს თა­ვის კომ­პი­უ­ტერ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩატ­ვირ­თუ­ლი აქვს არა­ლე­გა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი.

"კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­ნეტ–ქსელ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ერ­თნა­ი­რი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, სა­დაც შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია კომ­პა­ნია Microsoft–ის ამა თუ იმ პროგ­რა­მუ­ლი პრო­დუქ­ტის უფა­სოდ გად­მო­წე­რა. ასე, მა­გა­ლი­თად, "Windows-ის ინ­სტა­ლა­ცია უფა­სოდ" შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ტერ­ნე­ტი­დან პროგ­რა­მე­ბის გად­მო­წე­რის დროს, 100–დან 92 შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლებს თა­ვი­ან­თი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ფუ­ლის და­კარ­გვის საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

კორ­პო­რა­ცია Microsoft–ის კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა 80%–მდე წარ­სულ­ში კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­თა პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა, ხოლო სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე კომ­პა­ნი­ე­ბის 97,5%-ს სულ ცოტა წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც კი­ბერ­საფრ­თხე და­ე­მუქ­რათ.

"საფრ­თხის დონე იმ დამ­ნა­შა­ვე­თა მხრი­დან, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნე­ბენ, მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 137 მი­ლი­ო­ნი ახა­ლი ტი­პის მავ­ნე პროგ­რა­მა შე­იქ­მნა, ეს არის დღე­ში 1 მი­ლი­ო­ნი ახალ კი­ბერ­საფრ­თხე. მე­კობ­რე­ო­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კომ­პა­ნია Microsoft რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს მომ­ხმა­რებ­ლებს, გა­მო­ი­ყე­ნონ მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­ა­ტა­რონ პერ­სო­ნა­ლის სწავ­ლე­ბა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და აგ­რეთ­ვე გა­მო­ი­ყე­ნონ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი და აპა­რა­ტუ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი", - აცხა­დებს დი­რექ­ტო­რი დსთ–ს ქვეყ­ნებ­ში პროგ­რა­მუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვი­სა და ლი­ცენ­ზი­რე­ბის პი­რო­ბე­ბის დაც­ვის შე­მოწ­მე­ბის სფე­რო­ში დი­მიტ­რი ბე­რესნე­ვი.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წელს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა ზა­რალ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 159 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. შყ­მან­ტეც–ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბის მსხვერ­პლი 594 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­და.

"თუ გა­გაჩ­ნი­ათ ინ­ფორ­მა­ცია კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის, მათ შო­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მე­კობ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ან გსურთ კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბა, დაგ­ვი­კავ­შირ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით: ceenmsamc@Microsoft.com", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

„ინტერნეტ–ქსელში გამოიყენება ერთნაირი თაღლითური სქემა“ - "Microsoft" მომხმარებელს აფრთხილებს

„ინტერნეტ–ქსელში გამოიყენება ერთნაირი თაღლითური სქემა“ - "Microsoft" მომხმარებელს აფრთხილებს

კიბერდანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით, კომპანია " Microsoft"-მა "ცხელი ხაზი" გახსნა, რომლის მიზანია იმ მომხმარებლების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოში კიბერდანაშაულსა და კომპიუტერულ მეკობრეობას წააწყდნენ.

კომპანია Microsoft აღნიშნავს, რომ საქართველოში კიბერსაფრთხეების დონემ მოიმატა, რაც დაკავშირებულია კომპანიების კორპორატიულ კომპიუტერებზე, ვებ–გვერდებსა და Iთ-ქსელებზე ჰაკერული შეტევების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია " Microsoft"-დან აცნობეს, IDC-ის ანგარიშის მიხედვით, 65% შემთხვევაში თანამშრომელთა კომპიუტერებზე დაყენებულია არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო ყოველ მეოთხე თანამშრომელს თავის კომპიუტერში დამოუკიდებლად ჩატვირთული აქვს არალეგალური პროგრამები და აპლიკაციები.

"კერძოდ, საქართველოს ინტერნეტ–ქსელში გამოიყენება ერთნაირი თაღლითური სქემა, სადაც შეთავაზებულია კომპანია Microsoft–ის ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის უფასოდ გადმოწერა. ასე, მაგალითად, "Windows-ის ინსტალაცია უფასოდ" შეთავაზების მიხედვით, ინტერნეტიდან პროგრამების გადმოწერის დროს, 100–დან 92 შემთხვევაში მომხმარებლებს თავიანთი კონფიდენციალური მონაცემებისა და ფულის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ", - აცხადებენ კომპანიაში.

კორპორაცია Microsoft–ის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქალაქეთა 80%–მდე წარსულში კიბერდამნაშავეთა პირისპირ აღმოჩნდა, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესში მოღვაწე კომპანიების 97,5%-ს სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც კიბერსაფრთხე დაემუქრათ.

"საფრთხის დონე იმ დამნაშავეთა მხრიდან, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ, მუდმივად იზრდება. ბოლო წლის განმავლობაში 137 მილიონი ახალი ტიპის მავნე პროგრამა შეიქმნა, ეს არის დღეში 1 მილიონი ახალ კიბერსაფრთხე. მეკობრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, კომპანია Microsoft რეკომენდაციას აძლევს მომხმარებლებს, გამოიყენონ მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტები, რეგულარულად ჩაატარონ პერსონალის სწავლება კორპორატიული უსაფრთხოების საკითხებში და აგრეთვე გამოიყენონ მონაცემთა დაცვის სპეციალური პროგრამული და აპარატურული საშუალებები", - აცხადებს დირექტორი დსთ–ს ქვეყნებში პროგრამული აქტივების მართვისა და ლიცენზირების პირობების დაცვის შემოწმების სფეროში დიმიტრი ბერესნევი.

კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიბერშეტევებით გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 159 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შყმანტეც–ის მონაცემებით, ჰაკერული შეტევების მსხვერპლი 594 მილიონი ადამიანი გახდა.

"თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია კიბერდანაშაულის, მათ შორის კომპიუტერული მეკობრეობის შესახებ, ან გსურთ კონსულტაციის მიღება, დაგვიკავშირდით საქართველოში ელექტრონული ფოსტის საშუალებით: ceenmsamc@Microsoft.com", - აცხადებენ კომპანიაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ