ერთხელ მითხრეს, რომ ყველა მსახიობის შიგნით მძინარე მზეთუნახავები არსებობენ და როლის ყოველი განსახიერებისას, ამ მზეთუნახავებიდან ერთ-ერთი იღვიძებს. შინაგანად, ჩვენში ყველაფერია. უბრალოდ ეს უნდა დავინახოთ.
მე გამხდარი არასდროს ვიქნები. ბუნებით საკმაოდ ზარმაცი ვარ. მიყვარს ჭამა. მე ნამდვილი ვარ და არ ვაპირებ არაბუნებრივი გავხდე.
სულაც არ მსურს ისევ 20 წლის ვიყო. ახლა გაცილებით ბედნიერი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი.
იმ ასაკში ხომ ჯერ კიდევ საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ვართ, ვცდილობთ გავარკვიოთ, ვინ გვსურს ვიყოთ, ვიტანჯებით თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო. ახლა ზუსტად ვიცი რაც მინდა და რის
გარეშე შევძლებ განვაგრძო ცხოვრება.
არ არის საჭირო შეიძულოთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურთ, რადგან ისინი აღიარებენ, რომ უკეთესი ხარ.
სილამაზე მართლაც ძალაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მისი გამოყენება შეგიძლია. ეს იგივეა, რომ გყავდეს ფერარი : თუ მისი ტარება არ შეგიძლია, არაფერში გარგია.
ქალურობა - ეს ჰარმონიაა, ბუნებრიობა და მგრძნობიარობა.
ადამიანის აზროვნება ტექნოლოგიების სფეროში საგრძნობლად გაიზარდა - მაგრამ არა გრძნობების სფეროში.