სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ გამოიყურება ბარათაშვილის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ
როგორ გამოიყურება ბარათაშვილის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ

ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად აღ­დგა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ნარ­მა­ნი­ას და­ვა­ლე­ბით, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ზე ადრე, კერ­ძოდ, 30 აპ­რი­ლის ნაც­ვლად, 14 მარტს დას­რულ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ხიდ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად არის აღ­დგე­ნი­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან გივი კუბ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, დღეს ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის სა­ვალ ნა­წილ­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და ხი­დის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი სა­ფეხ­მავ­ლო გა­და­სას­ვლე­ლის დრო­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი გას­ცა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად არის აღ­დგე­ნი­ლი. რო­გორც ეს და­ვა­ლე­ბით ჰქონ­და კომ­პა­ნი­ას, მან დად­გე­ნილ ვა­და­ში, 15 მარ­ტამ­დე და­ას­რუ­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი და გა­იხ­სნა მოძ­რა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ხი­დის ქვე­და ნა­წილს, გრძელ­დე­ბა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და უახ­ლო­ე­სი 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა გა­და­სას­ვლე­ლე­ბიც დას­რულ­დე­ბა, ამით კი მთლი­ა­ნად და­ვას­რუ­ლებთ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე სა­მუ­შა­ო­ებს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი: სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლის გა­და­ტა­ნა, მო­ა­ჯი­რე­ბის მონ­ტა­ჟი ხი­დის ქვეშ მდე­ბა­რე სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლიკ­ზე, ას­ფალ­ტის სა­ფა­რი­სა და ფი­ლე­ბის და­გე­ბა. სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია

ჩა­უ­ტარ­და ხი­დის სა­ვალ ნა­წილს, მო­ე­წყო ჰიდ­რო­ი­ზო­ლა­ცია, ას­ფალ­ტის ახა­ლი სა­ფა­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე და ბორ­დი­უ­რებ­ზე. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი მიმ­დი­ნა­რე­ობს ხი­დის ქვეშ არ­სე­ბულ სა­ფეხ­მავ­ლო გა­და­სას­ვლე­ლებ­ზე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ გამოიყურება ბარათაშვილის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ

როგორ გამოიყურება ბარათაშვილის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ

ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიას დავალებით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად, 14 მარტს დასრულდა, შესაბამისად, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად, დღეს ბარათაშვილის ხიდის სავალ ნაწილზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელის დროულად და ხარისხიანად დასრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა სრულად არის აღდგენილი. როგორც ეს დავალებით ჰქონდა კომპანიას, მან დადგენილ ვადაში, 15 მარტამდე დაასრულა სამუშაოები და გაიხსნა მოძრაობა. რაც შეეხება ხიდის ქვედა ნაწილს, გრძელდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოები და უახლოესი 1 თვის განმავლობაში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებიც დასრულდება, ამით კი მთლიანად დავასრულებთ ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი: საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე, ასფალტის საფარისა და ფილების დაგება. სრული რეაბილიტაცია

ჩაუტარდა ხიდის სავალ ნაწილს, მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასფალტის ახალი საფარი საავტომობილო გზაზე და ბორდიურებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხიდის ქვეშ არსებულ საფეხმავლო გადასასვლელებზე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია