თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებს შორის დაპირისპირება გრძელდება

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებს შორის დაპირისპირება გრძელდება

რამდენიმე წუთის წინ თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტები ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირებულთაგან 6 პირს სახეზე ე.წ. ბენდენები აქვთ აფარებული და აგრესიულად იქცევიან.

აღნიშნული პირები ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თავად თსუ-ს დაცვის თანამშრომლებმა შეუშვეს, რის შემდეგაც ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეუერთდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კონტრაქციის მონაწილე სტუდენტებს დაუპირისპირდნენ. ფიზიკური შეურაცხოფის მიყენების გარდა, პირებმა, რომლებიც უნივერსიტეტში დაფარული სახით იმყოფებიან, კონტრაქციის ერთ-ერთ მონაწილეს ტელეფონიც წაართვეს, თუმცა მოგვიანდებით დააბრუნეს.

აღნიშნული ჯგუფი აგრესიულია ჟურნალისტების მიმართაც.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ