თურქეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ტერორიზმს "დააჩოქებს"

თურქეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ტერორიზმს "დააჩოქებს"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირობას დებს, რომ ტერორიზმს "დააჩოქებს". ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ერდოღანმა ანკარაში, გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება თურქეთის უსაფრთხოების ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

აფეთქება ანკარის კიზილაის რაიონში ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში იყო მოთავსებული. მომხდარის შედეგად დაიღუპა - 34, ხოლო დაშავდა 125 ადამიანი.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ დამნაშავეთა ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა