სალომე ზურაბიშვილი: "ცინიზმის, თავხედობის მწვერვალი... რუსთავი 2-ის მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი..."

სალომე ზურაბიშვილი: "ცინიზმის, თავხედობის მწვერვალი... რუსთავი 2-ის მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი..."

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" ეხმაურება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტს და მედიასაშუალებების  "შეშფოთების" შესახებ წერს.

"პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად პირადი თავისუფლების შელახვაა და ამდენად მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი, ამაზე ყველა ვთანხმდებით... ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება.... მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირსო სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალზე და ამორალიზმზე როცა გვქადაგებენ... ეს არის მართლაც ცინიზმის, უტიფრობის და თავხედობის მწვერვალი... და რუსთავი 2 ს მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი რომ წინ აღუდგება "ტერორს" როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე საუბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხლებს მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება, რომელსაც ამ გვარად დასცინიან!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს