ნეაპოლში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს

ნეაპოლში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლის მიწის ქვეშ გვირაბების და გამოქვაბულების საიდუმლო სამყარო აღმოაჩინეს. აღმოჩენა 90 წლის კაცის დახმარებით მოხერხდა, რომელმაც მეორე მსოფლიოს ომის დავიწყებული თავშესაფრები გაიხსენა.

"მოხუცმა ნეაპოლელმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც აღწერდა გიგანტურ ოთახებს და კიბეებს, რომლებიც არავის ახსოვდა", - აღნიშნა ადგილობრივმა გეოლოგმა, ჯანლუკა მინინიმ. კოლეგებთან ერთად მანინიმ გათხრები აწარმოა და მე-17 საუკუნის წყლის ცისტერნა აღმოაჩინა.

აღმოჩენილი საიდუმლო გვირაბების ქსელი ქალაქის ქვეშ, რბილ ვულკანურ ქვაშია გამოკვეთილი. ისინი სხვადასხვა დროში დაბომბვის დროს თავშესაფრად, რელიგიური ცერემონიალების ჩასატარებლად და ნაგვის გადასაყრელად გამოიყენებოდა.

"ნეაპოლიში ათასობით ასეთი ცისტერნაა, მაგრამ უმეტესობა ამოვსებულია" - ამბობს მანინი. გვირაბების ქსელს რომანტიკული დანიშნულებაც ჰქონდა, მას შეყვარებულები იყენებდნენ დასამალად. მძარცველები კი გვირაბებს იმ სახლებში შესაღწევად იყენებდნენ, რომელთაც ჭა ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს