სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სუხიშვილების" კონცერტი კიევში, სცენაზე ასული მიხეილ სააკაშვილი და "მოჯადოებული" ნიკა გვარამიას პოსტი
"სუხიშვილების" კონცერტი კიევში, სცენაზე ასული მიხეილ სააკაშვილი და "მოჯადოებული" ნიკა გვარამიას პოსტი

10 მარტს კი­ევ­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის კონ­ცერ­ტი შედ­გა. შოუს კი­ე­ვის კულ­ტუ­რის სა­სახ­ლემ უმას­პინ­ძლა. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის სა­ნა­ხა­ვად დე­და­ქა­ლა­ქის კულ­ტუ­რის მთა­ვარ დარ­ბაზ­ში ასო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი შე­იკ­რი­ბა. ბი­ლე­თე­ბის ფასი კონ­ცერ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც კი­დევ სამ დღეს გაგ­რძელ­დე­ბა, 20-60 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

"ისი­ნი არი­ან მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბა, ისი­ნი არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან გრა­ვი­ტა­ცი­ას! მო­მა­ჯა­დო­ვე­ბე­ლი სა­ცეკ­ვაო შოუ, რო­მე­ლიც გა­ოგ­ნებს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ზუს­ტი­თა და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბით, მა­მა­კა­ცუ­რო­ბი­სა და გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბის იდე­ა­ლუ­რი შე­ხა­მე­ბა, ემო­ცი­ის აფეთ­ქე­ბა - ეს მცი­რეა იმ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­დან, რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ბრწყინ­ვა­ლე მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი", - ასე წა­რად­გე­ნენ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლს.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­მა­სა­ლა კონ­ცერ­ტი­დან

კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, როცა ილი­კო და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ აუ­დი­ტო­რი­ას, სცე­ნა­ზე ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავი­და.

კი­ევ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერტს ეხ­მა­უ­რე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბო­და: "რამ­დენ­ჯე­რაც სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კონ­ცერ­ტზე ვი­ყა­ვი, იმ­დენ­ჯერ რა­ღაც ეპოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შეგ­რძნე­ბით წა­მო­ვე­დი. ახლა კი­ევ­ში მოვ­ხვდი ამ ჯა­დოქ­რო­ბა­ზე და ასე მგო­ნია, გული გა­მის­კდე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბით, რომ ჩემი ქვე­ყა­ნაა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც სცე­ნა­ზე ხდე­ბა და რა­საც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის ის­ტე­რი­ით ხვდე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი", - წერს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ნიკა გვა­რა­მია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სუხიშვილების" კონცერტი კიევში, სცენაზე ასული მიხეილ სააკაშვილი და "მოჯადოებული" ნიკა გვარამიას პოსტი

"სუხიშვილების" კონცერტი კიევში, სცენაზე ასული მიხეილ სააკაშვილი და "მოჯადოებული" ნიკა გვარამიას პოსტი

10 მარტს კიევში სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტი შედგა. შოუს კიევის კულტურის სასახლემ უმასპინძლა. ქართული ცეკვის სანახავად დედაქალაქის კულტურის მთავარ დარბაზში ასობით უკრაინელი შეიკრიბა. ბილეთების ფასი კონცერტებზე, რომელიც კიდევ სამ დღეს გაგრძელდება, 20-60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

"ისინი არიან მსოფლიოს მერვე საოცრება, ისინი არ ემორჩილებიან გრავიტაციას! მომაჯადოვებელი საცეკვაო შოუ, რომელიც გაოგნებს წარმოუდგენელი სიზუსტითა და მოცეკვავეების გეომეტრიული მოძრაობებით, მამაკაცურობისა და გრაციოზულობის იდეალური შეხამება, ემოციის აფეთქება - ეს მცირეა იმ მახასიათებლებიდან, რითაც გამოირჩევიან საქართველოს ნაციონალური ბალეტის ბრწყინვალე მოცეკვავეები", - ასე წარადგენენ უკრაინულ მედიაში სუხიშვილების ანსამბლს.

იხილეთ ვიდეომასალა კონცერტიდან

კონცერტის დასრულების შემდეგ, როცა ილიკო და ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებთან ერთად მადლობას უხდიდნენ აუდიტორიას, სცენაზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ავიდა.

კიევში გამართულ კონცერტს ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც წარმოდგენას ესწრებოდა: "რამდენჯერაც სუხიშვილების კონცერტზე ვიყავი, იმდენჯერ რაღაც ეპოსში მოგზაურობის შეგრძნებით წამოვედი. ახლა კიევში მოვხვდი ამ ჯადოქრობაზე და ასე მგონია, გული გამისკდება ბედნიერებით, რომ ჩემი ქვეყანაა ეს ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება და რასაც აღფრთოვანების ისტერიით ხვდება უკრაინელი მაყურებელი", - წერს აღფრთოვანებული ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია