გორში ჯარისკაცი საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

გორში ჯარისკაცი საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

გორში, კომბინატის დასახლებაში 39 წლის სამხედრო მოსამსახურე ხანძრის დროს გარდაიცვალა. პირველადი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი კვამლის შესუნთქვა გახდა. შემთხვევა 2016 წლის 8 მარტს ღამის საათებში მოხდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულისხმობს.

წყარო: qartli.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა