ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხურში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცმა თავი საკუთარ სახლში მოიკლა და იმ დროს ოჯახში მისი ნათესავებიც იმყოფებოდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა განუცხადეს, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და თვითმკვლელობის მოტივიც სავარაუდოდ ეს გახდა. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.