სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ... მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!" - ექიმის უცენზურო პასუხი სასწრაფოს დაგვიანებით შეწუხებულებს
"Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ... მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!" - ექიმის უცენზურო პასუხი სასწრაფოს დაგვიანებით შეწუხებულებს

დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი სას­წრა­ფო სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ხა­ლია. რა არის ამის მი­ზე­ზი - სა­ცო­ბე­ბი ქა­ლაქ­ში, ბრი­გა­დე­ბის სიმ­ცი­რე თუ ისე­თი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე, "რომ­ლებ­ზეც სას­წრა­ფო არ უნდა და­დი­ო­დეს", ამა­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია - მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტსა და მის ახ­ლობ­ლებს ხში­რად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თიც უწევთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ლო­დი­ნი.

მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ლალი ფა­ცია, რო­მელ­მაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე გა­მო­ი­ძა­ხა და 2 სა­ა­თი მო­უხ­და ლო­დი­ნი. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტში და­წე­რა. მწვა­ვე პოსტს არა­ნაკ­ლებ მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა, თუმ­ცა ამა­ზე ქვე­მოთ...

"ამ სა­ღა­მოს სას­წრა­ფომ "უძ­ვირ­ფა­სე­სი" დრო გა­მა­ტა­რე­ბი­ნა. 11-ის წუ­თებ­ზე 112-ის სამ­სა­ხურ­ში დავ­რე­კე, რად­გა­ნაც ჩემს ძმას ალერ­გი­უ­ლი შე­ტე­ვა და­ე­წყო. ოპე­რა­ტორ­მა მი­პა­სუ­ხა, - ბრი­გა­და მალე ვერ მო­ვაო; მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ 2 სა­ა­თი ლო­დი­ნი დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, თან, ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე 112-ში გა­და­რეკ­ვა და მათ მო­ლო­დინ­ში, ძი­რი­თა­დად, ქუ­ჩა­ში დგო­მა. ამა­სო­ბა­ში გა­ირ­კვა,რომ ჩვენს მე­ზო­ბელ­საც გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა სას­წრა­ფო, ბე­ბია გახ­დო­მია ცუ­დად და ისიც ქუ­ჩა­ში იყო გა­მო­სუ­ლი...

2 სა­ა­თის შემ­დეგ, რო­გორ­ღაც მო­ვიდ­ნენ, ჯერ მე­ზო­ბელ­თან შე­ვიდ­ნენ, შემ­დეგ - ჩვენ­თან. თქვენ­ზე წინ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვე­ბი იყო და ამი­ტომ და­ვაგ­ვი­ა­ნე­თო. მეს­მის და მჯე­რა, რომ გა­და­უ­დე­ბელ პა­ცი­ენ­ტებ­თან იყ­ვნენ და ჩენ­ზე წინ ისი­ნი და­ა­ყე­ნეს, მაგ­რამ რა და­ვა­შა­ვეთ ჩვენ?! (2 სა­ათ­ში ხომ შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენტს სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ურ­თულ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა?!) ამ სა­ღა­მოს ისიც გა­ვარ­კვიე, რომ თურ­მე სას­წრა­ფოს ავად­მყოფ­თან მის­ვლა ხან­და­ხან 2 სა­ათ­ზე მე­ტიც აგ­ვი­ან­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, 6 სა­ა­თი.

თბი­ლისს სულ 80 მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა, ჩუ­ღუ­რეთს, ანუ ჩვენს რა­ი­ონს - 10. თუკი ასე­თი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით და­დი­ან სას­წრა­ფოს ბრი­გა­დე­ბი, გა­მო­დის, ეს 80 მან­ქა­ნა არ არის საკ­მა­რი­სი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის. ან რო­გორ ეყო­ფა, ამ "ძვირ­ფა­სი" ცხოვ­რე­ბის­გან და­ა­ვად­მყო­ფე­ბულ-და­ნევ­რო­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას?! თქვე, და­ლოც­ვი­ლე­ბო, ადე­ქით და და­ა­მა­ტეთ ეს ბრი­გა­დე­ბი, და­ა­მა­ტეთ!!! რა­ღა­ცა­ში მა­ინც და­ეხ­მა­რეთ და გა­მო­ა­დე­ქით ხალ­ხს..." - წერს ლალი ფა­ცია პოს­ტში.

კო­მენ­ტა­რე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ში­ნა­არ­სი­საა - ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ებს იხ­სე­ნე­ბენ: "რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავად გავ­ხდი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და იგი­ვე გვი­პა­სუ­ხეს. მე­ზო­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ ნაც­ნო­ბი ექი­მი და იმან გა­და­მარ­ჩი­ნა. სა­მა­გი­ე­როდ პ.ს. ორი სა­ა­თის შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ, გა­მი­ღი­მეს, კარ­გია უკეთ რომ ხარო და წა­ვიდ­ნენ. სას­წრა­ფო სიკ­ვდი­ლია, აბა რა არის"; "ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­მო­ი­ძა­ხა რამ­დე­ნი­მე დღის წინ 10 სა­ათ­ზე ღამე, მა­საც უპა­სუ­ხეს დაგ­ვაგ­ვი­ან­დე­ბაო და მერე შუ­ა­ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე თვი­თონ­ვე გად­მო­უ­რე­კეს მო­ვი­დეთ თუ არა, კი­დევ გჭირ­დე­ბი­თო..."; - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­მენ­ტა­რებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი თამ­რი­კო მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა აღ­შფო­თე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კრი­ტი­კას: "თემა თუ მი­სა­ხე­დია, მო­დით ერ­თად მივ­ხე­დოთ. აგერ ვართ და გე­ლით. კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბით"

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და ხაზ­გა­სას­მე­ლი ამ ფე­ის­ბუქ-ამ­ბავ­ში­ერ­თი კო­მენ­ტა­რია, რო­მე­ლიც პოსტზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გაჩ­ნდა: "მერე და ეს და­ლოც­ვი­ლი 2 სა­ა­თი რას ელო­დე­ბით სას­წრა­ფოს, წა­სუ­ლი­ყა­ვით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში... Iphone 6-ებით და ჯი­პე­ბით ხო და­დი­ხართ და კა­პი­კის გა­დახ­და არ გინ­დათ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.. თა­ნაც თუ გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა აფი­ნან­სებს იმის მი­უ­ხე­და­ვად სას­წრა­ფო მი­იყ­ვანს თუ თვი­თონ მივა პა­ცი­ენ­ტი. მარა მუქ­თა კუ­ბო­ში ჩა­წო­ლა გირ­ჩე­ვი­ათ!!! ყვე­ლას დე­დას შე... ვინც სას­წრა­ფოს ექი­მებ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო ცუდს იტყვის. ეგ არაა ექი­მის ბრა­ლი, და ტრ... და­ა­ყე­ნეთ ყვე­ლამ!!!!" - წერს კო­მენ­ტარ­ში ვინ­მე და­ვით ვარ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც მისი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი... თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ექი­მია.

როცა მის უცენ­ზუ­რო კო­მენ­ტარს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, ბა­ტო­ნი და­ვი­თი ტო­ნის შერ­ბი­ლე­ბას შე­ე­ცა­და და და­წე­რა: "პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბაა სა­ჭი­რო და პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბის და სა­ო­ჯა­ხო მედ. ცენ­ტრე­ბის გახ­სნა და­მა­ტე­ბით და იმის ცოდ­ნა რომ ყვე­ლა­ფერ­ზე სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.. 500 ბრი­გა­და რომ იყოს, მა­ინც არ ეყო­ფა 2 მი­ლი­ო­ნი­ან ქა­ლაქს. ექი­მე­ბის ლან­ძღვა შე­იძ­ლე­ბა და ჩემ­გან არ შე­იძ­ლე­ბა ხო?! მე მკი­თხეთ რა ხდე­ბა სას­წრა­ფო­ში და ასე­თი "გა­მოს­ვლე­ბი" აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო".

სა­კი­თხი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, AMBEBI.GE უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვრცელ სტა­ტი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ყვე­ლა მხა­რის პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ... მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!" - ექიმის უცენზურო პასუხი სასწრაფოს დაგვიანებით შეწუხებულებს

"Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ... მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!" - ექიმის უცენზურო პასუხი სასწრაფოს დაგვიანებით შეწუხებულებს

დაგვიანებული სასწრაფო საქართველოში არახალია. რა არის ამის მიზეზი - საცობები ქალაქში, ბრიგადების სიმცირე თუ ისეთი გამოძახებების სიმრავლე, "რომლებზეც სასწრაფო არ უნდა დადიოდეს", ამაზე პასუხი არ არსებობს, რეალობა კი ასეთია - მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტსა და მის ახლობლებს ხშირად რამდენიმე საათიც უწევთ სასწრაფო დახმარების ლოდინი.

მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ლალი ფაცია, რომელმაც სასწრაფო დახმარების სამსახური საღამოს 10 საათზე გამოიძახა და 2 საათი მოუხდა ლოდინი. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პოსტში დაწერა. მწვავე პოსტს არანაკლებ მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

"ამ საღამოს სასწრაფომ "უძვირფასესი" დრო გამატარებინა. 11-ის წუთებზე 112-ის სამსახურში დავრეკე, რადგანაც ჩემს ძმას ალერგიული შეტევა დაეწყო. ოპერატორმა მიპასუხა, - ბრიგადა მალე ვერ მოვაო; მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ 2 საათი ლოდინი დაგვჭირდებოდა, თან, ამ პერიოდის მანძილზე რამდენჯერმე 112-ში გადარეკვა და მათ მოლოდინში, ძირითადად, ქუჩაში დგომა. ამასობაში გაირკვა,რომ ჩვენს მეზობელსაც გამოეძახებინა სასწრაფო, ბებია გახდომია ცუდად და ისიც ქუჩაში იყო გამოსული...

2 საათის შემდეგ, როგორღაც მოვიდნენ, ჯერ მეზობელთან შევიდნენ, შემდეგ - ჩვენთან. თქვენზე წინ გადაუდებელ შემთხვევები იყო და ამიტომ დავაგვიანეთო. მესმის და მჯერა, რომ გადაუდებელ პაციენტებთან იყვნენ და ჩენზე წინ ისინი დააყენეს, მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ?! (2 საათში ხომ შეიძლება პაციენტს სერიოზულად გაურთულდეს მდგომარეობა?!) ამ საღამოს ისიც გავარკვიე, რომ თურმე სასწრაფოს ავადმყოფთან მისვლა ხანდახან 2 საათზე მეტიც აგვიანდება, მაგალითად, 6 საათი.

თბილისს სულ 80 მანქანა ემსახურება, ჩუღურეთს, ანუ ჩვენს რაიონს - 10. თუკი ასეთი ინტერვალებით დადიან სასწრაფოს ბრიგადები, გამოდის, ეს 80 მანქანა არ არის საკმარისი დედაქალაქისთვის. ან როგორ ეყოფა, ამ "ძვირფასი" ცხოვრებისგან დაავადმყოფებულ-დანევროზებულ საზოგადოებას?! თქვე, დალოცვილებო, ადექით და დაამატეთ ეს ბრიგადები, დაამატეთ!!! რაღაცაში მაინც დაეხმარეთ და გამოადექით ხალხს..." - წერს ლალი ფაცია პოსტში.

კომენტარებიც დაახლოებით იმავე შინაარსისაა - ფეისბუქ-მომხმარებლები სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებულ თავიანთ ისტორიებს იხსენებენ: "რამდენიმე დღის წინ ავად გავხდი, ძალიან ცუდად ვიყავი და იგივე გვიპასუხეს. მეზობელი კორპუსიდან მოვიყვანეთ ნაცნობი ექიმი და იმან გადამარჩინა. სამაგიეროდ პ.ს. ორი საათის შემდეგ მოვიდნენ, გამიღიმეს, კარგია უკეთ რომ ხარო და წავიდნენ. სასწრაფო სიკვდილია, აბა რა არის"; "ჩემმა მეგობარმა გამოიძახა რამდენიმე დღის წინ 10 საათზე ღამე, მასაც უპასუხეს დაგვაგვიანდებაო და მერე შუაღამის პირველ საათზე თვითონვე გადმოურეკეს მოვიდეთ თუ არა, კიდევ გჭირდებითო..."; - წერენ კომენტარებში.

აღსანიშნავია, რომ კომენტარებს გამოეხმაურა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თამრიკო მჭედლიშვილი, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა აღშფოთებული ჟურნალისტების კრიტიკას: "თემა თუ მისახედია, მოდით ერთად მივხედოთ. აგერ ვართ და გელით. კონკრეტული კითხვებით"

თუმცა, ყველაზე აღსანიშნავი და ხაზგასასმელი ამ ფეისბუქ-ამბავშიერთი კომენტარია, რომელიც პოსტზე რამდენიმე საათის შემდეგ გაჩნდა: "მერე და ეს დალოცვილი 2 საათი რას ელოდებით სასწრაფოს, წასულიყავით საავადმყოფოში... Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ და კაპიკის გადახდა არ გინდათ საკუთარი ჯანმრთელობისთვის.. თანაც თუ გადაუდებელი მდგომარეობაა საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს იმის მიუხედავად სასწრაფო მიიყვანს თუ თვითონ მივა პაციენტი. მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!!! ყველას დედას შე... ვინც სასწრაფოს ექიმებზე დაგვიანების გამო ცუდს იტყვის. ეგ არაა ექიმის ბრალი, და ტრ... დააყენეთ ყველამ!!!!" - წერს კომენტარში ვინმე დავით ვარდიაშვილი, რომელიც როგორც მისი ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, არც მეტი არც ნაკლები... თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმია.

როცა მის უცენზურო კომენტარს კრიტიკა მოჰყვა, ბატონი დავითი ტონის შერბილებას შეეცადა და დაწერა: "პირველადი ჯანდაცვის განვითარებაა საჭირო და პოლიკლინიკების და საოჯახო მედ. ცენტრების გახსნა დამატებით და იმის ცოდნა რომ ყველაფერზე სასწრაფოს გამოძახება არ შეიძლება.. 500 ბრიგადა რომ იყოს, მაინც არ ეყოფა 2 მილიონიან ქალაქს. ექიმების ლანძღვა შეიძლება და ჩემგან არ შეიძლება ხო?! მე მკითხეთ რა ხდება სასწრაფოში და ასეთი "გამოსვლები" აღარ იქნება საჭირო".

საკითხი ამით არ დასრულებულა, AMBEBI.GE უახლოეს მომავალში ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ სასწრაფოს დაგვიანების პრობლემის შესახებ, რომელშიც ყველა მხარის პოზიცია იქნება დაფიქსირებული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია