სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს
ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია ფიქ­რობს, რომ კო­ა­ლი­ცი­ას არც ერთი პარ­ტია არ და­ტო­ვებს. რო­გორც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, კო­ა­ლი­ცი­ა­ში ქა­ო­სია.

"მე არამ­გო­ნია, რომ ვინ­მემ და­ტო­ვოს კო­ა­ლი­ცია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აქ გარ­კვე­ულ­წი­ლად მოხ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა და ჩვენც ეს გვა­წყობს. მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს და ახ­ლაც ვი­ტყვი, რომ ჩვენ გვა­წყობს რაც შე­იძ­ლე­ბა და­ლა­გე­ბუ­ლი და კარ­გი ხალ­ხით წარ­მო­ჩი­ნე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცია, რად­გან ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში მოგ­ვი­წევს ყვე­ლას გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმე­ბა და გარ­კვე­ულ ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის ნა­ბი­ჯებ­ზე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა. დღეს რო­დე­საც ახა­ლი ლი­დე­რი ჰყავს პრე­მი­ე­რის სა­ხით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მე არ მომ­წონს, რო­დე­საც მისი ავ­ტო­რი­ტე­ტის ერო­ზია ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს კო­ა­ლი­ცი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იაფი და­უჯ­დეს.

"რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა მი­მარ­თუ­ლი იყო იმის­კენ, რომ მათი მადა და­ე­წია. ეს სხვა არა­ფერს უკავ­შირ­დე­ბა ჩემი შე­ფა­სე­ბით. მე­ო­რე- რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცეს სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა, რომ მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მო­ვუ­წო­დებ, რომ შედ­გეს შე­თან­ხმე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქცე­ვის კო­დექსზე. შემ­დეგ უკვე წი­ნა­სარ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა ცი­ვი­ლუ­რი", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მან კო­ა­ლი­ცი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" გას­ვლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ­დელ­მა და ყო­ფილ­მა კო­ა­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ერ­თდრო­უ­ლად მი­ი­ღეს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ კარ­გად შე­თი­თხნი­ლი საქ­მით და­ი­წყო, რო­მე­ლიც დღეს უკვე გა­მოჩ­ნდა, რომ ამას რე­ა­ლო­ბას­თან არ ჰქონ­და კავ­ში­რი. ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­დას­ხმა. ამის მერე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მათ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან და ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და გახ­ლე­ჩა. ჩვენ ბო­ლომ­დე ვუ­ერ­თგუ­ლეთ ჩვენს საქ­მეს და იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც მი­ვე­ცით ხალ­ხს. ეს და­არ­ღვია ივა­ნიშ­ვილ­მა და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ამ­ბობს, რომ ამ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იგი ესა­უბ­რა თავ­დაც­ვის მი­ნისტრს თინა ხი­და­შელს.

"თინა ხი­და­შე­ლი არის ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­გო­ბა­რი და ვუ­თხა­რი კი­დეც მას, რომ ნერ­ვე­ბიც მყა­რი გვაქვს და თა­მოყ­ვა­რე­ო­ბაც. რო­დე­საც შენ 5 უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს და­გი­ჭე­რენ, რომ შენ­ზე უნ­დათ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­დას­ხმა და მათ არ და­ი­ცავ კბი­ლე­ბით, ხე­ლე­ბით და რაც კი რამე გაქვს ყვე­ლაფ­რით, მა­შინ შენ სა­ერ­თოდ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში კი არა ამ ქვე­ყა­ნა­ში არ და­გედ­გო­მე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს

ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ კოალიციას არც ერთი პარტია არ დატოვებს. როგორც ირაკლი ალასანიამ "იმედის" ეთერში განაცხადა, კოალიციაში ქაოსია.

"მე არამგონია, რომ ვინმემ დატოვოს კოალიცია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ გარკვეულწილად მოხდება შეთანხმება და ჩვენც ეს გვაწყობს. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენ გვაწყობს რაც შეიძლება დალაგებული და კარგი ხალხით წარმოჩინებული კოალიცია, რადგან ჩვენ პარლამენტში მოგვიწევს ყველას გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება და გარკვეულ ეროვნული თანხმობის ნაბიჯებზე შეთანხმების მიღწევა. დღეს როდესაც ახალი ლიდერი ჰყავს პრემიერის სახით "ქართულ ოცნებას" მე არ მომწონს, როდესაც მისი ავტორიტეტის ეროზია ხდება", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს.

"რესპუბლიკელებზე თავდასხმა მიმართული იყო იმისკენ, რომ მათი მადა დაეწია. ეს სხვა არაფერს უკავშირდება ჩემი შეფასებით. მეორე- რაც მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება მშვიდობა, რომ მივიდეთ არჩევნებამდე. პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, რომ შედგეს შეთანხმება პოლიტიკოსების ქცევის კოდექსზე. შემდეგ უკვე წინასარჩევნო კამპანია იქნება ცივილური", - განაცხადა ალასანიამ.

მან კოალიციის დატოვების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მაშინდელმა და ყოფილმა კოალიციის ხელმძღვანელებმა ერთდროულად მიიღეს.

"პროკურატურამ კარგად შეთითხნილი საქმით დაიწყო, რომელიც დღეს უკვე გამოჩნდა, რომ ამას რეალობასთან არ ჰქონდა კავშირი. ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა. ამის მერე მიიღეს გადაწყვეტილება და მათ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ბუნებრივად მოხდა გახლეჩა. ჩვენ ბოლომდე ვუერთგულეთ ჩვენს საქმეს და იმ სიტყვას, რომელიც მივეცით ხალხს. ეს დაარღვია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამბობს, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით იგი ესაუბრა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს.

"თინა ხიდაშელი არის ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი და ვუთხარი კიდეც მას, რომ ნერვებიც მყარი გვაქვს და თამოყვარეობაც. როდესაც შენ 5 უდანაშაულო ადამიანს დაგიჭერენ, რომ შენზე უნდათ პოლიტიკური თავდასხმა და მათ არ დაიცავ კბილებით, ხელებით და რაც კი რამე გაქვს ყველაფრით, მაშინ შენ საერთოდ საჯარო სივრცეში კი არა ამ ქვეყანაში არ დაგედგომება", - განაცხადა ალასანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."