მუსიკოსი თათია შარანგია რამდენიმე დღის წინ ოჯახთან ერთად მაიამი ბიჩზე გაემგზავრა დასასვენებლად.
თათია როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ნიჭიერი მუსიკოსია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა.
ლაშა შევარდნაძეს და თათიას ორი შვილი შეეძინათ, თუმცა მოგვიანებით
წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
თათია ბიზნესმენ და ქველმოქმედ სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად.
''ჩვენი უფროსი შვილი დათო (სანდრო შელიას შვილი პირველი ქორწინებიდან) ახლა ამერიკაშია. ათი წლისაა. უცნაურად მოხდა ყველაფერი. თავიდან დათომ, ალექსანდრემ და ედუარდმა ერთმანეთი რომ გაიცნეს, დათომ ქართული არ იცოდა, ჩემებმა კი არ იცოდნენ ინგლისური, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად უგებდნენ ერთმანეთს. ჩვენთვის დიდი დღესასწაულია, როდესაც დათო თბილისში ჩამოდის'', - ყვებოდა თათია ''რეიტინგთან'' ინტერვიუში რამდენიმე თვის წინ.