სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..." - რას ყვებიან ფონიჭალაში სადისტურად დახოცილი დედა-შვილის მეზობლები
"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..." - რას ყვებიან ფონიჭალაში სადისტურად დახოცილი დედა-შვილის მეზობლები

ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ­მა სას­ტიკ­მა და­ნა­შა­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ასეთ დროს ძნე­ლია სა­ნუ­გე­შო სი­ტყვა უთხრა ოჯახს, რო­მელ­მაც გა­რეწ­რის ხე­ლით გან­გმი­რუ­ლი დედა-შვი­ლი მი­წას მი­ა­ბა­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტა­რა მა­რი­ა­მი ჯერ და­ნით მოკ­ლეს, მერე იმ ოთახს წა­უ­კი­დეს ცე­ცხლი, სა­დაც ბავ­შვი იყო. მაშ­ვე­ლებ­მა სა­ძი­ნებ­ლი­დან 3 წლის გო­გო­ნას დამ­წვა­რი ცხე­და­რი­ გა­მო­ას­ვე­ნეს და მას ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და ასე­ვე 44 წლის ნონა რო­მა­ნა­ძეს, რო­მელ­საც სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა ყელ­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცხედ­რე­ბი სო­ფელ ქა­ქუთ­ში, ბი­ძის ოჯახ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, იქ, სა­დაც ნონა გა­ი­ზარ­და.

უც­ნო­ბია, ვინ და რა­ტომ და­ხო­ცა ისი­ნი სად­ის­ტუ­რად. მე­ზობ­ლე­ბის თქმით,­ კორ­პუს­ში გან­გა­ში­ 12 სა­ათ­ზე ატყდა, მას შემ­დეგ, რაც მამ­ფო­რი­ე­ბის სა­ძი­ნე­ბელ­ში კვამ­ლი შე­ნიშ­ნეს.

ნინო ყან­დაშ­ვი­ლი, კა­რის მე­ზო­ბე­ლი:

"მე­ზო­ბე­ლი ყვირ­ოდა, ნო­ნას სახ­ლი­დან­ კვამ­ლი გა­მო­დი­სო. ჩვენს ბი­ნებს ერთი კე­დ­ელი ყოფს. არც ხმა­უ­რი გა­მი­გია და არც ბავ­შვის ტი­რი­ლი.­ ტო­ლე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და სულ ერ­თად თა­მა­შობ­დნენ. ნონა პე­და­გო­გი­ იყო. იდე­ა­ლუ­რი ცო­ლ­ქმრო­ბა ჰქონ­დათ. რო­გორც ჩანს, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის დროს ბავ­შვსაც ეღ­ვი­ძა. დე­დას ფაფა მო­უმ­ზა­დე­ბია, კომ­პი­უ­ტერ­ში მულ­ტფილ­მი იყო ჩარ­თუ­ლი, ალ­ბათ, მა­რი­ა­მი უყუ­რებ­და".

თავ­და­პირ­ვე­ლად მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ყა­ჩა­ღო­ბა გა­ნიხ­ილე­ბო­და, ით­ქვა, რომ ბი­ნა­ში 7.000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი და ოქ­რო­უ­ლი ინა­ხე­ბო­და, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მტკი­ცე­ბით, სახ­ლი­დან არა­ფე­რია წა­ღე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბის კი­დევ ერთ მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა ოჯა­ხი აცხა­დებს, რომ მათ მტე­რი­ არ ჰყავ­დათ.

დად­გე­ნი­ლია, რომ ტრა­გე­დი­ის დროს სახ­ლში მხო­ლოდ დედა-შვი­ლი იყო. სახ­ლი­დან პირ­ვე­ლად ნო­ნას მე­უღ­ლე, ოთარ მამ­ფო­რია გა­ვი­და, ხოლო შემ­დეგ ოთა­რის უფ­რო­სი ვაჟი, მე­რა­ბი წა­ვი­და სკო­ლა­ში. რო­გორც ჩანს, მკვლე­ლი ხელ­საყ­რელ მო­მენტს ელო­და და ბი­ნა­ში მა­შინ შე­იჭ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მთე­ლი დღე ჰკი­თხავ­დნენ მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­უღ­ლეს ოთარ მამ­ფო­რი­ას.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..." - რას ყვებიან ფონიჭალაში სადისტურად დახოცილი დედა-შვილის მეზობლები

"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..." - რას ყვებიან ფონიჭალაში სადისტურად დახოცილი დედა-შვილის მეზობლები

ზემო ფონიჭალაში მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა საქართველო შეძრა. ასეთ დროს ძნელია სანუგეშო სიტყვა უთხრა ოჯახს, რომელმაც გარეწრის ხელით განგმირული დედა-შვილი მიწას მიაბარა. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა მარიამი ჯერ დანით მოკლეს, მერე იმ ოთახს წაუკიდეს ცეცხლი, სადაც ბავშვი იყო. მაშველებმა საძინებლიდან 3 წლის გოგონას დამწვარი ცხედარი­ გამოასვენეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე 44 წლის ნონა რომანაძეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელში ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით ცხედრები სოფელ ქაქუთში, ბიძის ოჯახში გადაასვენეს, იქ, სადაც ნონა გაიზარდა.

უცნობია, ვინ და რატომ დახოცა ისინი სად­ისტურად. მეზობლების თქმით,­ კორპუსში განგაში­ 12 საათზე ატყდა, მას შემდეგ, რაც მამფორიების საძინებელში კვამლი შენიშნეს.

ნინო ყანდაშვილი, კარის მეზობელი:

"მეზობელი ყვირ­ოდა, ნონას სახლიდან­ კვამლი გამოდისო. ჩვენს ბინებს ერთი კე­დ­ელი ყოფს. არც ხმაური გამიგია და არც ბავშვის ტირილი.­ ტოლები იყვნენ ჩვენი შვილები და სულ ერთად თამაშობდნენ. ნონა პედაგოგი­ იყო. იდეალური ცო­ლ­ქმრობა ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამ საშინელების დროს ბავ­შვსაც ეღვიძა. დედას ფაფა მო­უმზადებია, კომპიუტერში მულტფილმი იყო ჩართული, ალბათ, მარიამი უყურებდა".

თავდაპირველად მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა განიხ­ილებოდა, ითქვა, რომ ბინაში 7.000 ამერიკული დოლარი და ოქროული ინახებოდა, მაგრამ სამართალდამცველთა მტკიცებით, სახლიდან არაფერია წაღებული. მკვლელობის კიდევ ერთ მოტივად შურისძიება განიხილება, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ მათ მტერი­ არ ჰყავდათ.

დადგენილია, რომ ტრაგედიის დროს სახ­ლში მხოლოდ დედა-შვილი იყო. სახლიდან პირველად ნონას მეუღლე, ოთარ მამფორია გავიდა, ხოლო შემდეგ ოთარის უფროსი ვაჟი, მერაბი წავიდა სკოლაში. როგორც ჩანს, მკვლელი ხელსაყრელ მომენტს ელოდა და ბინაში მაშინ შეიჭრა.

სამართალდამცავები მთელი დღე ჰკითხავდნენ მოკლული ქალის მეუღლეს ოთარ მამფორიას.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ