„სინდისი მაწუხებს“ – წლების წინ გაყიდული ჩვილის მშობელი ბავშვის ბიოლოგიურ დედას ეძებს

„სინდისი მაწუხებს“ – წლების წინ გაყიდული ჩვილის მშობელი ბავშვის ბიოლოგიურ დედას ეძებს

1970 წლიდან 1990 წლის ბოლომდე საქართველოს სამშობიაროდან ბავშვებს ყიდიდნენ. ჩვილის ფასი 7 ათასიდან 10 ათას მანეთამდე მერყეობდა, გოგონები უფრო იაფი ღირდა. სქემა მარტივი იყო - გასაყიდი ბავშვის დედა იყო სავარაუდოდ უქმრო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც წინასწარ სთავაზობდნენ ბავშვის დატოვებას. თუ ასეთი ქალი არ გამოჩნდებოდა მოქმედებდა სხვა უფრო გავრცელებული გეგმა - პარასკევს დღეს შემოსულ მშობიარეს ორშაბათს ეუბნეოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ასეთ დროს, დაბნეული დედა ან არ ითხოვდა გარდაცვლილი ჩვილის ნახვას, ან თუ ითხოვდა სხვის გვამს აჩვენებდნენ. ამასობაში ფორმდებოდა ახალი საბუთები, იცვლებოდა ჩვილის დაბადების თარიღი, სახელი, გვარი და ის უკვე მზად იყო გასაყიდად. საქართველოში დღეს 2500-ზე მეტი ქალია, რომელსაც გარდაცვლილ-ცოცხალ შვილს გლოვობს.

"გაყიდული ჩვილები" იყო "პროფილის" დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. გადაცემაში ისრაელიდან ქალბატონი ჩაერთო, რომელმაც მისივე თქმით, 1990 წელს ორთაჭალის სამშობიაროდან 10 ათას მანეთად ჩვილი იყიდა.

"ნოემბრის ბოლოს ჩამოვედი საქართველოში. ამ დროს ისრაელში ომი იყო და ამიტომ მანდ შემოვრჩით 2 თვის განმავლობაში. 13 წელი მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავდა. მანდ რომ ჩამოვედი გავიცანი ხალხი, რომელმაც დახმარება შემომთავაზეს. ეს ადამიანები ჩვენს ნათესავებთან ვნახეთ. მითხრეს, რომ არსებობდა 17 წლის გოგონა, რომელიც ორ დღეში აპირებდა მშობიარობას და რომელსაც შვილი არ უნდოდა. დამპიდნენ, რომ საქმეს გააკეთებდნენ ისე, რომ დაბადებული ბავშვი ჩვენი ყოფილიყო. მეც დავთანხმდი. ბავშვი სამშობიაროდან წამოვიყვანეთ. მისი ბიოლოგიური დედა არ მინახავს. ფული გადავუხადეთ შუამავალს და წამოვედით", - იხსენებს ქალბატონი.

როგორც ის ჰყვება, შვილს 2 წლის წინ გაუმხილა, რომ მისი ბიოლოგიური მშობლები საქართველოში ცხოვრობენ.

"ყოველთვის გვინდოდა ბავშვისთვის ეს ამბავი გვეთქვა, თუმცა ვერ მოხერხდა. 2 წლის წინ გადავწყვიტეთ ბავშვითვის სიმართლე გვეთქვა. თვითონაც ჰქონდა ეჭვი.. ავუხსენით ყველაფერი, მანაც გაიგო. თვითონაც უნდა ბიოლოგიური მშობლები ნახოს. მინდა რომ ეს სურვილი ჩემს შვილს ავუსრულო. იცით, მე მაშინ არ ვიცოდი, რომ მანდ ბავშვებს ყიდიდნენ... დღეს სინდისი მაწუხებს, ამიტომ მინდა ჩემი შვილის ბიოლოგიური დედის გაცნობა", - ამბობს ქალბატონი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია