მარტიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული კომპენსაცია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება

მარტიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული კომპენსაცია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება

მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება.

როგორც სააქციო საზოგადოება "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარტის თვიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი შეიცვალა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ "თელასის" სააბონენტო ანგარიშზე, რაც კომპანიის ქვითრებში აისახებოდა.

კომპანიის განმარტებით, ზემოთაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია