სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"
"მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"

მაგ­და პა­პი­ძე შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, ცი­ხე­ში საფ­ლა­ვის სუ­რა­თე­ბის შეგ­ზავ­ნას ითხოვს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, მა­რი­კა ფხა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ემო­ცი­უ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პა­პი­ძეს შე­საძ­ლოა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დეს, ად­ვო­კა­ტის თქმით, ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას. "მაგ­და პა­პი­ძე ამ­ბობს, რომ რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ წა­იყ­ვა­ნა, მისი შვი­ლი თბი­ლი იყო და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვით ცდი­ლობ­დნენ გა­და­ერ­ჩი­ნათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფიქ­რობს, რომ მისი შვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი იყოს და ამას არ ეუბ­ნე­ბი­ან. უნდა, რომ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დარ­თოს ნება შვი­ლის საფ­ლა­ვის სუ­რა­თე­ბი გა­უგ­ზავ­ნონ. არის მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სულ ტი­რის და ეძებს პა­სუ­ხებს. ამ­ბობს, თუკი შე­უძ­ლი­ათ დას­ვან მისი დე­დამ­თი­ლი და მო­უს­მი­ნონ, რა­ტომ არ აქვს მას სა­შუ­ა­ლე­ბა ისა­უბ­როს და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­კა ფხა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ად­ვო­კა­ტის თქმით, მაგ­და პა­პი­ძე ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარს ამ­ბობს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ თუკი აღ­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებს მი­ი­ღებს, 31 მარტს ჩა­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­ა­ვი­წყდე­ბა და მო­დუნ­დე­ბა.

ამას­თან, მა­რი­კა ფხა­ლა­ძის თქმით, პა­პი­ძე მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, "თავი და­ა­ნე­ბონ მის სულ­ში ხე­ლე­ბის ფა­თურს" და პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნუ გან­სჯი­ან მას.

"იგი ამ­ბობს, რომ თუკი ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს ეს საქ­მე და მისი მსვლე­ლო­ბა, მი­ვიდ­ნენ, და­ეს­წრონ სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს და სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­ა­კე­თონ დას­კვნე­ბი. მის სი­ტყვებს ვამ­ბობ - თავი და­ა­ნე­ბონ მის სულ­ში ფა­თურს", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­კა ფხა­ლა­ძემ.

ამას­თან, მისი გან­ცხა­დე­ბით, მაგ­და პა­პი­ძის­თვის შვი­ლის საფ­ლა­ვის სუ­რა­თე­ბის შე­ტა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ამ ეტაპ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით, მას ყო­ველ­გვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ასე­ვე მის­თვის ამა­ნა­თის შეგ­ზავ­ნა შე­ზღუ­დუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა 31 მარტს ჩა­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, ად­ვო­კა­ტის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა თვის ბო­ლომ­დე ელო­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს, თუმ­ცა პრო­ცე­სის კი­დევ ერთხელ გა­და­დე­ბის მო­ლო­დი­ნი აღარ არ­სე­ბობს და "თუ დას­კვნე­ბი არ და­ი­დე­ბა, 31 მარტს პრო­ცე­სი მა­ინც ჩა­ტარ­დე­ბა, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვადა ბო­ლომ­დე ამო­წუ­რუ­ლი აქვს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"

"მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"

მაგდა პაპიძე შვილის გარდაცვალებაში დასარწმუნებლად, ციხეში საფლავის სურათების შეგზავნას ითხოვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, რომლის განმარტებითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პაპიძეს შესაძლოა ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდეს, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული საჭიროება არ დგას. "მაგდა პაპიძე ამბობს, რომ როდესაც პოლიციამ წაიყვანა, მისი შვილი თბილი იყო და ხელოვნური სუნთქვით ცდილობდნენ გადაერჩინათ. აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მისი შვილი შეიძლება ცოცხალი იყოს და ამას არ ეუბნებიან. უნდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ დართოს ნება შვილის საფლავის სურათები გაუგზავნონ. არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, სულ ტირის და ეძებს პასუხებს. ამბობს, თუკი შეუძლიათ დასვან მისი დედამთილი და მოუსმინონ, რატომ არ აქვს მას საშუალება ისაუბროს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძე ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მიაჩნია, რომ თუკი აღნიშნულ მედიკამენტებს მიიღებს, 31 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესამდე გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები დაავიწყდება და მოდუნდება.

ამასთან, მარიკა ფხალაძის თქმით, პაპიძე მოუწოდებს საზოგადოებას, "თავი დაანებონ მის სულში ხელების ფათურს" და პროკურატურის განცხადებების საფუძველზე ნუ განსჯიან მას.

"იგი ამბობს, რომ თუკი ვინმეს აინტერესებს ეს საქმე და მისი მსვლელობა, მივიდნენ, დაესწრონ სასამართლო სხდომებს და სწორედ ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები. მის სიტყვებს ვამბობ - თავი დაანებონ მის სულში ფათურს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, მაგდა პაპიძისთვის შვილის საფლავის სურათების შეტანა შეუძლებელია, რადგან ამ ეტაპზე, გამოძიების მოთხოვნით, მას ყოველგვარი კომუნიკაცია, ასევე მისთვის ამანათის შეგზავნა შეზღუდულია.

რაც შეეხება 31 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, პროკურატურა თვის ბოლომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, თუმცა პროცესის კიდევ ერთხელ გადადების მოლოდინი აღარ არსებობს და "თუ დასკვნები არ დაიდება, 31 მარტს პროცესი მაინც ჩატარდება, რადგან პროკურატურას საგამოძიებო ვადა ბოლომდე ამოწურული აქვს".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ