სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაფიცვა თბილისის მეტროში - ემუქრება თუ არა დედაქალაქს სატრანსპორტო კრიზისი
გაფიცვა თბილისის მეტროში - ემუქრება თუ არა დედაქალაქს სატრანსპორტო კრიზისი

თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­მა დღეს პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით აქ­ცია მო­ა­წყო. მეტ­რო­პო­ლი­ტენ "დი­დუ­ბის" სად­გურ­თან თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლი შე­იკ­რი­ბა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ასე­ვე თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ელექტრო­მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პროფ­კავ­ში­რის "ერ­თო­ბა-2013"-ის წევ­რე­ბი.

რო­გორც "ერ­თო­ბა 2013"-ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ზაზა ბარ­ბა­ქა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ დღეს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, მე­რი­ა­სა და თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მე­მან­ქა­ნე­ე­ბი ითხო­ვენ ხელ­ფა­სე­ბის კო­რექ­ცი­ას ლა­რის კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად. მათი ერთ-ერთი მო­თხოვ­ნაა ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­დეთ წელ­თა ნამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით და ღა­მის სა­ა­თებ­ში მათი მუ­შა­ო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფით ანა­ზღა­ურ­დეს.

რო­გორც მე­მან­ქა­ნე რატი კა­პა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მე­მან­ქა­ნე­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი თვე­ში 1050 ლა­რია. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, ინფლა­ცი­ის შე­დე­გად მათი ხელ­ფა­სი წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­საა. კა­პა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ მე­მან­ქა­ნე­ე­ბის შრო­მა ძალ­ზე მძი­მე და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა და სა­ჭი­როა მათი ანა­ზღა­უ­რე­ბის ლა­რის კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად კო­რექ­ცია მოხ­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი 21 დღეს და­ე­ლო­დე­ბი­ან, რის შემ­დე­გაც თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ წე­რი­ლებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას არ მო­ახ­დენს, უვა­დო გა­ფიც­ვებს და­ი­წყე­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათი დღე­ვან­დე­ლი სა­გა­ფიც­ვო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს.

თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ,მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მე­მან­ქა­ნე­ე­ბის მიერ წი­ნა­სა­გა­ფი­ცო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ "მე­რი­ას ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­სურ­სი არ აქვს, რად­გან წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის ოპ­ტი­მი­ზა­ცია გა­მო­ვა­ცხა­დეთ და ეს ეხე­ბა ყვე­ლა სამ­სა­ხურს. შემ­ცი­რე­ბით არ შეგ­ვიმ­ცი­რე­ბია, მაგ­რამ გაზ­რდის რე­სურ­სი წელს არ გვაქვს", - აღ­ნიშ­ნა ნარ­მა­ნი­ამ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, შეხ­ვდე­ბა თუ არა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ებს მისი მო­ად­გი­ლე კუ­რა­ტო­რი შეხ­ვდე­ბა.

მეტ­რო­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 330 000-მდე თბი­ლი­სე­ლი მგზავ­რობს, ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი მხო­ლოდ ავ­ტო­ბუსს ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი გა­ფიც­ვე­ბი რე­ა­ლუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ზი­სი ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გაფიცვა თბილისის მეტროში - ემუქრება თუ არა დედაქალაქს სატრანსპორტო კრიზისი

გაფიცვა თბილისის მეტროში - ემუქრება თუ არა დედაქალაქს სატრანსპორტო კრიზისი

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო. მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირის "ერთობა-2013"-ის წევრები.

როგორც "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა, მოთხოვნების შესახებ დღეს წერილობით მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას. მეტროპოლიტენის მემანქანეები ითხოვენ ხელფასების კორექციას ლარის კურსის შესაბამისად. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ანაზღაურება ჰქონდეთ წელთა ნამსახურების მიხედვით და ღამის საათებში მათი მუშაობა განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს.

როგორც მემანქანე რატი კაპანაძემ განაცხადა, მეტროპოლიტენში დასაქმებული მემანქანეთა საშუალო ხელფასი თვეში 1050 ლარია. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისაა. კაპანაძე აცხადებს, რომ მემანქანეების შრომა ძალზე მძიმე და საპასუხისმგებლოა და საჭიროა მათი ანაზღაურების ლარის კურსის შესაბამისად კორექცია მოხდეს.

იხილეთ ვიდეო

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი საგაფიცვო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ წინასაგაფიცო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს", - აღნიშნა ნარმანიამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, მეტროს მემანქანეებს მისი მოადგილე კურატორი შეხვდება.

მეტროთი დღის განმავლობაში 330 000-მდე თბილისელი მგზავრობს, ამ მაჩვენებლით მეტროპოლიტენი მხოლოდ ავტობუსს ჩამოუვარდება. შესაბამისად, თუ თანამშრომლებმა დაანონსებული გაფიცვები რეალურად განახორციელეს, ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობას მნიშვნელოვანი კრიზისი ემუქრება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია