სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საპატიო ჯილდო მიიღო
ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საპატიო ჯილდო მიიღო

28 თე­ბერ­ვალს აშშ-ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის კლუბ Queens Village-ში Lincoln Dinner-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი 141-ე სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. მის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და­ჯილ­დო­ე­ბულ­თა შო­რის გახ­ლდათ ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თვის­ტო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ექი­მი ნი­კო­ლოზ ჩხე­ი­ძე, რო­მელ­მაც სა­პა­ტიო ჯილ­დო წლის ბიზ­ნეს­მე­ნის წო­დე­ბი­სა და "თვის­ტო­მის" გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მი­ი­ღო.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გარ­და ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი აშშ-ში კახა იმ­ნა­ძე, ელჩი გა­ე­რო­ში დი­ა­ნა ჟღენ­ტი, ასე­ვე აშშ-ის კონ­გრეს­მე­ნე­ბი კრის გიბ­სო­ნი, და­ნი­ელ დო­ნო­ვა­ნი, სე­ნა­ტო­რი ჯეკ მარ­ტინ­სი, კლუ­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯო­ზეფ კონ­კა­ნო­ნი და სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი. ჯილ­დო ნი­კო­ლოზ ჩხე­ი­ძეს პი­რა­დად კლუ­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჰე­მანტ შამ გა­დას­ცა.

ნი­კო­ლოზ ჩხე­ი­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 2000 წლი­დან ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. სწო­რედ მისი და­არ­სე­ბუ­ლია ნიუ იორკში პო­პუ­ლა­რუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი "თონე კაფე" (TONE CAFÉ). გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ნი­უ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს წყა­ლო­ბით, ქსელ­მა უკვე და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი ნიუ იორ­კის ეთ­ნი­კურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ებს შო­რის. ნი­კო­ლოზ ჩხე­ი­ძე 2013 წელს და­არ­სე­ბულ "თვის­ტომს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ასო­ცი­ა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ერ­თი­ან და ძლი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა.

"სათ­ვის­ტო­მო" ისეთ ორ­გა­ნიზ­მად უნდა იქ­ცეს, რო­მე­ლიც ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს აშშ-ში იმიგ­რა­ცი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­უმ­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში (და არა ასი­მი­ლა­ცი­ა­ში) და­ეხ­მა­რე­ბა. მისი გაძ­ლი­ე­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გარ­კვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ბიც შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს აშშ-ში სტა­ბი­ლურ საყ­რდენს შე­უქ­მნის, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აღმშე­ნებ­ლო­ბის სტა­ბი­ლუ­რი გა­რან­ტი­აც იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ ჩხე­ი­ძე.

- რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ბრძან­დე­ბით სათ­ვის­ტო­მოს საქ­მი­ა­ნო­ბით?

- "სათ­ვის­ტო­მოს" შექ­მნა აშშ-ში ჩვენს დი­ას­პო­რა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ასე­ვე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მო­რა­ლუ­რად მყა­რი და ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო აშშ-ში თი­თო­ე­უ­ლი ემიგ­რან­ტის მშვი­დი ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა­ცაა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 2 მი­ლი­არ­დამ­დე აშშ დო­ლა­რი შე­მო­აქვს, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი და სტა­ბი­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო არა მხო­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბულ დი­ას­პო­რებს სჭირ­დე­ბათ, არა­მედ ჯერ კი­დევ მშე­ნე­ბა­რე ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­საც, რომ­ლის პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა სწო­რედ აშშ-სა და მის მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და თა­ნად­გო­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- რა სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დი­ას­პო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა?

- ემიგ­რან­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გრძნობ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ისე მთავ­რო­ბის მხრი­დან. ამის თვალ­ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, რო­დე­საც 2012 წელს ისე­დაც წლე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბულ და ნი­ჰი­ლიზ­მში ჩა­ვარ­დნილ ემიგ­რან­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბაც შე­უ­ზღუ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი­სა, ეს შე­ზღუდ­ვა ძა­ლა­ში დარ­ჩა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მსგავ­სი ქმე­დე­ბა ემიგ­რან­ტებ­ში ნი­ჰი­ლიზმს აძ­ლი­ე­რებ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ურ­თვე­ლო­ბას იწ­ვევ­და, რაც მათ სამ­შობ­ლოს­გან კი­დევ უფრო აშო­რებ­და. დღეს ახა­ლი რე­ა­ლო­ბაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლას ახა­ლი იმე­დე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ასე იყო 2003 წელს და ასე იყო 2012-შიც. არ მინ­და იმედ­გაც­რუ­ე­ბა ქრო­ნი­კულ გრძნო­ბად გა­დაგ­ვექ­ცეს. იმე­დია, ჩვენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემიგ­რან­ტე­ბის სა­კითხს ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცევს.

- ექი­მო­ბას, დი­ას­პო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის გა­ძღო­ლას ათავ­სებთ...

- რო­გორც ექი­მი, პრო­ფე­სი­ით არ ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ბიზ­ნეს-მე­ნე­ჯმენ­ტსა და, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის აწყო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გეგ­მა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ნი­ტო­რინგზე აიყ­ვა­ნო ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა ამ კუ­თხით, გა­მო­ავ­ლი­ნო და აკონ­ტრო­ლო მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ემიგ­რან­ტე­ბი. გვინ­და, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ე.წ. სა­მე­დი­ცი­ნო რუქა შევ­ქმნათ. თითო ემიგ­რან­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე ოჯახს ინა­ხავს, შე­სა­ბა­მი­სად, ემიგ­რან­ტთა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და რის­კე­ბის პრე­ვენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია.

- რო­გო­რია თქვე­ნი გეგ­მე­ბი პარ­ტი­ის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- Queens Village Republican Club-ის, აშშ-ს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი, 1875 წელს და­არ­სე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი კლუ­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის წევ­რი და ბიზ­ნეს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლა­ვართ. 2016 წლი­დან ვგეგ­მავ ად­გი­ლობ­რივ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო. მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რმა მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სის მქო­ნე ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტმა გა­ი­თა­ვი­სოს, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩაბ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც მათ­თვის, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. დროა ამე­რი­კულ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა და პო­ლი­ტი­კურ­მა ეს­ტაბ­ლიშ­მენ­ტმა და მე­დი­ამ გაგ­ვიც­ნოს. ამის გა­რე­შე ჩვე­ნი, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის, გაძ­ლი­ე­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ისე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რო­გო­რი­ცაა პუ­ტი­ნის რუ­სე­თი ან ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო. ეს თან­მიმ­დევ­რუ­ლი, უკომ­პრო­მი­სო და მყა­რი ლი­დე­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის დაბ­რუ­ნე­ბის სა­წინ­და­რია, რაც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ოს გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო­სა და სტა­ბი­ლურს გახ­დის. რე­ი­გა­ნის დრო­ინ­დე­ლი აშშ-ის ნოს­ტალ­გია დღეს არა მხო­ლოდ ამე­რი­კას, არა­მედ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­საც აქვს. ის სწო­რედ რე­ი­გა­ნი­სა და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით მო­ეს­წრო "ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის" ნგრე­ვას და დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქეა.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და ია ვე­კუ­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საპატიო ჯილდო მიიღო

ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საპატიო ჯილდო მიიღო

28 თებერვალს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კლუბ Queens Village-ში Lincoln Dinner-ის სახელით ცნობილი 141-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მის ფარგლებში სხვადასხვა დამსახურებისთვის დაჯილდოებულთა შორის გახლდათ ქართულ-ამერიკული საზოგადოება "თვისტომის" ხელმძღვანელი ექიმი ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელმაც საპატიო ჯილდო წლის ბიზნესმენის წოდებისა და "თვისტომის" განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

ღონისძიებას ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა გარდა ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში კახა იმნაძე, ელჩი გაეროში დიანა ჟღენტი, ასევე აშშ-ის კონგრესმენები კრის გიბსონი, დანიელ დონოვანი, სენატორი ჯეკ მარტინსი, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ კონკანონი და სხვა საპატიო სტუმრები. ჯილდო ნიკოლოზ ჩხეიძეს პირადად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ჰემანტ შამ გადასცა.

ნიკოლოზ ჩხეიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს. სწორედ მისი დაარსებულია ნიუ იორკში პოპულარული რესტორნების ქსელი "თონე კაფე" (TONE CAFÉ). გამორჩეული მენიუსა და სამზარეულოს წყალობით, ქსელმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ნიუ იორკის ეთნიკურ სამზარეულოებს შორის. ნიკოლოზ ჩხეიძე 2013 წელს დაარსებულ "თვისტომს" ხელმძღვანელობს. ასოციაციის მთავარი მიზანი ქართული დიასპორის ერთიან და ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაა.

"სათვისტომო" ისეთ ორგანიზმად უნდა იქცეს, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს აშშ-ში იმიგრაციასა და ადგილობრივ სოციუმთან ადაპტაციაში (და არა ასიმილაციაში) დაეხმარება. მისი გაძლიერებით საქართველოსთვის გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობიც შეიქმნება, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აშშ-ში სტაბილურ საყრდენს შეუქმნის, რაც თავისთავად საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სტაბილური გარანტიაც იქნება", - ამბობს ნიკოლოზ ჩხეიძე.

- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით სათვისტომოს საქმიანობით?

- "სათვისტომოს" შექმნა აშშ-ში ჩვენს დიასპორაში არსებული მდგომარეობიდან, ასევე, წლების განმავლობაში საქართველოს მძიმე საშინაო თუ საგარეო სტატუსიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი. მორალურად მყარი და ფინანსურად ძლიერი ქართული სათვისტომო აშშ-ში თითოეული ემიგრანტის მშვიდი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კეთილდღეობის აუცილებელი პირობაცაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ემიგრაციას საქართველოში ყოველწლიურად 2 მილიარდამდე აშშ დოლარი შემოაქვს, დავინახავთ, რომ ეკონომიკურად ძლიერი და სტაბილური ქართული სათვისტომო არა მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ დიასპორებს სჭირდებათ, არამედ ჯერ კიდევ მშენებარე ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება სწორედ აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერასა და თანადგომაზეა დამოკიდებული.

- რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დიასპორის ხელმძღვანელობა?

- ემიგრანტებში საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაბრუნება რთულია, ვინაიდან მრავალი წლის განმავლობაში არ გრძნობდნენ ყურადღებას როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის მხრიდან. ამის თვალნათელი მაგალითია, როდესაც 2012 წელს ისედაც წლებით იმედგაცრუებულ და ნიჰილიზმში ჩავარდნილ ემიგრანტებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც შეუზღუდეს. მიუხედავად ჩვენი აქტიური პროტესტისა, ეს შეზღუდვა ძალაში დარჩა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედება ემიგრანტებში ნიჰილიზმს აძლიერებდა და საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩაურთველობას იწვევდა, რაც მათ სამშობლოსგან კიდევ უფრო აშორებდა. დღეს ახალი რეალობაა, ხელისუფლების ცვლას ახალი იმედები მოჰყვება. ასე იყო 2003 წელს და ასე იყო 2012-შიც. არ მინდა იმედგაცრუება ქრონიკულ გრძნობად გადაგვექცეს. იმედია, ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვლება და ხელისუფლება ემიგრანტების საკითხს ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცევს.

- ექიმობას, დიასპორის ხელმძღვანელობასა და რესტორნების ქსელის გაძღოლას ათავსებთ...

- როგორც ექიმი, პროფესიით არ ვმუშაობ, თუმცა ჩემი საქმიანობა სამედიცინო ბიზნეს-მენეჯმენტსა და, შესაბამისად, ქართველებისთვის სამედიცინო მომსახურების სამსახურის აწყობას ემსახურება. შემუშავებული გვაქვს სპეციალური გეგმა, თუ როგორ შეიძლება მონიტორინგზე აიყვანო ქართული დიასპორა ამ კუთხით, გამოავლინო და აკონტროლო მაღალი რისკის მქონე ემიგრანტები. გვინდა, ქართული დიასპორის ე.წ. სამედიცინო რუქა შევქმნათ. თითო ემიგრანტი საქართველოში ზოგჯერ რამდენიმე ოჯახს ინახავს, შესაბამისად, ემიგრანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურობა და რისკების პრევენცია საქართველოში ათასობით ოჯახის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია.

- როგორია თქვენი გეგმები პარტიის მუშაობასთან დაკავშირებით?

- Queens Village Republican Club-ის, აშშ-ს ერთ-ერთი უძველესი, 1875 წელს დაარსებული რესპუბლიკური კლუბის დირექტორატის წევრი და ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარე გახლავართ. 2016 წლიდან ვგეგმავ ადგილობრივ საარჩევნო პროცესში უფრო აქტიურად ჩავერთო. მინდა, მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქის სტატუსის მქონე ქართველმა ემიგრანტმა გაითავისოს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. დროა ამერიკულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა ესტაბლიშმენტმა და მედიამ გაგვიცნოს. ამის გარეშე ჩვენი, როგორც ეთნიკური უმცირესობის, გაძლიერება წარმოუდგენელია.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რესპუბლიკური პარტიის გამარჯვება აუცილებელია მსოფლიოში არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა პუტინის რუსეთი ან ისლამური სახელმწიფო. ეს თანმიმდევრული, უკომპრომისო და მყარი ლიდერი ქვეყნის სტატუსის დაბრუნების საწინდარია, რაც დღევანდელ მსოფლიოს გაცილებით უსაფრთხოსა და სტაბილურს გახდის. რეიგანის დროინდელი აშშ-ის ნოსტალგია დღეს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც აქვს. ის სწორედ რეიგანისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით მოესწრო "ბოროტების იმპერიის" ნგრევას და დღეს თავისუფალი მსოფლიოს თავისუფალი მოქალაქეა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ია ვეკუამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია