სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსი მილიარდერის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსულ-ქართული ბომონდი დაესწრო
რუსი მილიარდერის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსულ-ქართული ბომონდი დაესწრო

მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლი კა­ხეთ­ში, რო­მელ­საც რუსი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, ქა­ლიშ­ვილს რუს­მა მი­ლი­არ­დერ­მა სერ­გეი სარ­ქი­სოვ­მა გა­და­უ­ხა­და.

სარ­ქი­სო­ვის ქო­ნე­ბა 1,5 მი­ლი­არდ დო­ლარს ით­ვლის და რუ­სე­თის 100 უმ­დიდ­რეს ადა­მი­ანს შო­რი­საა. და­ზღვე­ვი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტი კომ­პა­ნია РЕСО-Гарантия-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მფლო­ბე­ლია. მას ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს - რუ­სუ­დან მა­ხაშ­ვი­ლი. 5 შვი­ლი­დან ერთ-ერ­თმა ია სარ­ქი­სო­ვამ კი ცოტა ხნის წინ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა­ზე - მი­ხე­ილ მა­ხა­რა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. სწო­რედ იასა და მი­ხე­ი­ლის ქორ­წი­ლის­თვის შე­იკ­რი­ბა კა­ხეთ­ში რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დის ნა­წი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დი­აც წერს. super.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლი თბი­ლის­თან ახ­ლოს, კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დო­რი კაჭ­რეთ­ში" გა­ი­მარ­თა. "ჭამე, იმ­ღე­რე, იცეკ­ვე, მერე ისევ ჭამე!" - ასე აღ­წე­რენ ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბი წვე­უ­ლე­ბას, რომ­ლის ფურ­შე­ტე­ბიც რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტარ­ზე გა­და­ჭი­მუ­ლი სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ის ყვე­ლა კუ­თხე­ში იყო გაშ­ლი­ლი. უგემ­რი­ე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ყვე­ლი, ჩურ­ჩხე­ლე­ბი, ხინ­კა­ლი სა­უ­კე­თე­სო მზა­რე­უ­ლის­გან - მთა­ვა­რი ბან­კე­ტის და­წყე­ბამ­დე სტუმ­რე­ბის­თვის სას­ტუმ­როს ეზო­ში უამ­რა­ვი თავ­შე­საქ­ცე­ვი იყო. სიძე-პა­ტარ­ძლის რუსი და ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის გან­წყო­ბა­ზე წვე­უ­ლე­ბა­ზე მოწ­ვე­ულ­მა მომ­ღერ­ლებ­მა იზ­რუ­ნეს - თა­მარ გვერდწი­თე­ლი, ბუბა კი­კა­ბი­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე, მარკ ტიშ­მა­ნი, ვა­ლე­რი სი­უტ­კი­ნი. ახალ­გაზ­რდა მსმე­ნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა ცნო­ბი­ლი რეპ-დუ­ე­ტის Madcon-ის გა­მო­ჩე­ნამ დარ­ბაზ­ში.

პა­ტარ­ძალ­მა ქორ­წი­ლის დღეს სამ­ჯერ გა­მო­იც­ვა­ლა ტან­საც­მე­ლი. ულა­მა­ზე­სი სა­ქორ­წი­ლო კაბა პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­იც­ვა­ლა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კა­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა, რომ­ლი­თაც იცეკ­ვა ჩო­ხა­ში ჩაც­მულ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რებს, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ სტუ­მარს შო­რის, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თი­დან ორი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც იყ­ვნენ, მათ შო­რის მხატ­ვა­რი ბო­რის კრას­ნო­ვი, ბიზ­ნეს­მე­ნი ვლა­დი­მერ კი­სი­ლე­ვი, Роскино-ს დი­რექ­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნა მწი­თუ­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსი მილიარდერის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსულ-ქართული ბომონდი დაესწრო

რუსი მილიარდერის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსულ-ქართული ბომონდი დაესწრო

მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსი შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქალიშვილს რუსმა მილიარდერმა სერგეი სარქისოვმა გადაუხადა.

სარქისოვის ქონება 1,5 მილიარდ დოლარს ითვლის და რუსეთის 100 უმდიდრეს ადამიანს შორისაა. დაზღვევისა და უძრავი ქონების მაგნატი კომპანია РЕСО-Гарантия-ს დამფუძნებელი და მფლობელია. მას ქართველი მეუღლე ჰყავს - რუსუდან მახაშვილი. 5 შვილიდან ერთ-ერთმა ია სარქისოვამ კი ცოტა ხნის წინ ქართველ ახალგაზრდაზე - მიხეილ მახარაძეზე იქორწინა. სწორედ იასა და მიხეილის ქორწილისთვის შეიკრიბა კახეთში რუსული და ქართული ბომონდის ნაწილი.

იხილეთ ვიდეო

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ქორწილის შესახებ რუსული მედიაც წერს. super.ru-ს ინფორმაციით, მდიდრული ქორწილი თბილისთან ახლოს, კახეთში მდებარე სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" გაიმართა. "ჭამე, იმღერე, იცეკვე, მერე ისევ ჭამე!" - ასე აღწერენ ქორწილის სტუმრები წვეულებას, რომლის ფურშეტებიც რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული სასტუმროს ტერიტორიის ყველა კუთხეში იყო გაშლილი. უგემრიელესი ქართული ყველი, ჩურჩხელები, ხინკალი საუკეთესო მზარეულისგან - მთავარი ბანკეტის დაწყებამდე სტუმრებისთვის სასტუმროს ეზოში უამრავი თავშესაქცევი იყო. სიძე-პატარძლის რუსი და ქართველი ნათესავების განწყობაზე წვეულებაზე მოწვეულმა მომღერლებმა იზრუნეს - თამარ გვერდწითელი, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, მარკ ტიშმანი, ვალერი სიუტკინი. ახალგაზრდა მსმენელი განსაკუთრებით გაამხიარულა ცნობილი რეპ-დუეტის Madcon-ის გამოჩენამ დარბაზში.

პატარძალმა ქორწილის დღეს სამჯერ გამოიცვალა ტანსაცმელი. ულამაზესი საქორწილო კაბა პირველად ქართული ცეკვის შესასრულებლად გამოიცვალა და ტრადიციული ქართული კაბით ჩაანაცვლა, რომლითაც იცეკვა ჩოხაში ჩაცმულ მეუღლესთან ერთად. რაც შეეხება სტუმრებს, რამდენიმე ასეულ სტუმარს შორის, რომლებიც რუსეთიდან ორი თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, ცნობილი სახეებიც იყვნენ, მათ შორის მხატვარი ბორის კრასნოვი, ბიზნესმენი ვლადიმერ კისილევი, Роскино-ს დირექტორი ეკატერინა მწითურიძე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს